"ყმაწვილო, დაე იცოდე დღეიდან, თუ რას ნიშნავს ყოფნა უოჯახოდ, უსახლკაროდ და უსამშობლოდ.და ოდესმე თუკი მოგეპრიანება თქმა ან გაკეთება ისეთი რამისა , რაც მოგწვეტს შენს ოჯახს, შენს სახლ-კარს და შენს სამშობლოს, შეევედრე ღმერთს, რომ მოიღოს მოწყალება და ბოლო მოგიღოს.ძმობილო, მიეჯაჭვე შენს ოჯახს, დაივიწყე საკუთარი თავი.იფიქრე მხოლოდ შენს ოჯახზე.იფიქრე შენს სახლ-კარზე, ძმობილო.გზავნე და გზავნე წერილები
შინ.ნუ დაგეზარება.დაე, უფრო ახლოს და ახლოს იყოს შენს ფიქრებში შენი სახლ-კარი, შენი სამშობლო, რაც უფრო მეტად დაშორდები მას.და სწრაფად გაეშურე შინისკენ , როცა ბედი გაგიღიმებს, დაუყოვნებლივ გაეშურე, როგორც ეს საბრალო ზანგები მიეშურებიან."სიტყვები ყელში ეჩხირებოდა."ხოლო სამშობლო...ხოლო ეს დროშა (ხელით მანიშნა გემისკენ) ... არასოდეს შემოგეპაროს გულში სხვა ოცნება გარდა იმ ოცნებისა, რომ ემსახურო მას, როგორც გიბრძანებს, თუნდაც ამ სამსახურმა ათასი ჯოჯოხეთი გამოგატაროს.და რაც არ უნდა დაგემართოს, ვინც არ უნდა გაამოს ან დაგამციროს, არასოდეს შეხედო სხვა დროშას.და ერთი ღამეც არ გამოტოვო , რომ შეევედრო ღმერთს-აკურთხოს ეს დროშა.გახსოვდეს ძმობილო, რომ იმ ადამიანთა მიღმა, ვისაც გადაეყრები ცხოვრებაში, ოფიცრების მიღმა, მთავრობის მიღმა და მთელი ხალხის მიღმაც არის თვით სამშობლო, შენი სამშბლო და შენ მისი შვილი ხარ, ისევე, როგორც შენი მშბელი დედისა და ისევე ეკუთვნი მას, როგორც დედას.და მედგრად დადექი მის დასაცავად, ისევე, როგორც დაიცავდი დედაშენს, თუკი ეს ეშმას კერძნი თავს დაესხმოდნენ."
ედუარდ ჰეილი
#ნაწყვეტი
Tbilisi
United States