თემქაზე კორონავირუსის ახალი კლასტერი და ინფიცირებული სტიქაროსანი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140858 კორონავირუსის ახალი კლასტერი თემქის მე-3 მკრორაიონში და ინფიცირებული სტიქაროსანი. კოვიდ19-ი ერთ-ერთი კორპუსში მცხოვრებ მოხუცს დაუდგინდა, რომელიც სახლიდან არ გადადიოდა. მოგვიანებით ვირუსი აღმოაჩნდა მისი ოჯახის წევრებსაც და მათ შორის შვილიშვილსაც, რომელიც ადგილობრივ ეკლესიაში მსახურობდა და კონტაქტი ჰქონდა როგორც მრევლთან, ასევე სასულიერო პირებთან. როგორც ეკლესიის მრევლი ამბობს, სტიქაროსანი შაბათსაც იმყოფებოდა ტაძარში. ვირუსის პირველ წყარო ამ შემთხვევაში დაუდგენელია. ამასთან ეს არ არის ინფიცირების ერთადერთი კერა ამ უბანში. მთავარი არხის ინფორმაციით, რამოდენიმე დღის წინ ამავე კორპუსიდან კიდევ სხვა ოჯახს დაუდასტურდა კორონავირუსი, ოჯახის ერთ-ერთი წევრი გავრცელებული ინფორმაციით რესტორანში მუშაობდა და ინფიცირების წყარო სწორედ ეს ჰგონიათ. მეზობლების ინფორმაციით ამ ორ ოჯახს კონტაქტი არ ჰქონიათ.
0