2 votes
0 comments
0 shares
Save
აშშ-მა შესაძლოა ნავთობის მოპოვების მოცულობა შეამციროს
124 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140860

აშშ-ის ხელისუფლება ნავთობის მოპოვების შემცირების ვარიანტებს განიხილავს, თუკი ოპეკი+ ასეთ გადაწყვეტილებამდე მივა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. პირდაპირი ტრანსლაცია თეთრი სახლის Twitter-ის გვერდზე მიმდინარეობდა.

​ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მოთხოვს თუ არა ვაშინგტონი ნავთობის მწარმოებლებს ნავთობის მოპოვების შემცირებას.

“არ ვიცი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. შესაძლოა ჩვენ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ მივიღოთ”, განაცხადა ტრამპმა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Interworld
Tbilisi · 2 weeks ago
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპირწონედ აშშ-პოლონეთის ურთიერთობები ღრმავდება
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორივე ქვეყნის პირველ პირთა განცხადებით, ისინი მოუთმენლად ელიან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, მის წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა - მიმდინარე კვირას ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დუდასა და ტრამპს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობს - ისინი პირისპირ უკვე 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ზემოხსენებული თავდაცვის შეთანხმება პოლონეთში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ამერიკული ჯარის გაგზავნას ითვალისწინებს, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ნატო-ს ორ მოკავშირე ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რუსული აგრესიის საპირწონედ. “ვფიქრობ ეს შეთანხმება მტკიცე გზავნილია რუსეთისთვის”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან ევროპული ქვეყნები რუსული ენერგოპროდუქციის შეძენის გამო გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ჯარები შესაძლოა პოლონეთში გადაისროლოს. შეერთებული შტატების ლიდერს გერმანიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა სურს, რადგან მათ განსათავსებლად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, საპასუხოდ გერმანია კი რუსული ენერგოპროდუქტების ყიდვას აგრძელებს. “ვგეგმავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას გერმანიაში. ზოგი შინ დაბრუნდება, ზოგი სხვა ადგილებში გადაინაცვლებს. ოფიციალური ბერლინი მილიარდობით დოლარს იხდის, რუსეთიდან, მილსადენის გამოყენებით, ენერგოპროდუქციის მისაღებად. საპასუხოდ აშშ მათ რუსული აგრესიისგან იცავს. აღნიშნული ვფიქრობ არ არის მართებული”, - დაამატა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ოფიციალური ვაშინგტონი რუსული მილსადენის Nord Stream 2-ის პროექტს ეწინააღმდეგება, რომლის გამოყენებით რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გაორმაგდება და საპასუხოდ, უკრაინისთვის გაზის მიწოდება შემცირდება. ტრამპის გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ აშშ-ის საკანონომდებლო ორგანოში. არაერთი კონგრესმენის განცხადებით, ჯარების რაოდენობის შემცირება შეაფერხებს ნატო-ს შესაძლებლობას, შეაჩეროს რუსული აგრესია. მიმდინარე თვის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის 20-ზე მეტმა წევრმა, წერილით მიმართა თეთრ სახლს, გადაიხედოს თავდაპირველი გადაწყვეტილება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Poland #Trump #Duda #bilateral #meeting #interworld #ახალიამბები #პოლიტიკა
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
იაპონიის მსგავსად ამერიკამაც მიიღო გადაწყვეტილება - $2 მილიარდზე მეტი გამოყოს...
იაპონიის მსგავსად ამერიკამაც მიიღო გადაწყვეტილება - $2 მილიარდზე მეტი გამოყოს, რათა გამოიყვანოს თავისი კომპანიები ჩინეთის ბაზრიდან და სხვა რეგიონები აითვისოს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძემ იაპონიის მთავრობისა და თეთრი სახლის განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეინიშნება მნიშვნელოვანი ტენდენცია - სხვადასხვა კომპანიები ტოვებენ ჩინეთის ბაზარს და დაგეგმილია სხვა რეგიონებში გადანაცვლება. ამ მხრივ კი საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და მდგომარეობა. ჩვენს ქვეყანას ეძლევა ისტორიული შანსი პოსტკრიზისულ პერიოდში, დაიკავოს სრულიად გამორჩეული ადგილი და გახდეს მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. ,,ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, თუნდაც იაპონიის მაგალითზე, რომ მთავრობამ გამოყო 2 მილიარდ დოლარზე მეტი მისი კომპანიებისთვის, რომ გამოვიდნენ ჩინეთიდან. ასევე, 200 მილიონამდე გამოყო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდებიან. ყველა ძირითადი ქვეყანა შეეცდება, ძირითად ბაზებთან ახლოს მოახდინოს გადაადგილება. ამ მხრივ საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და მდგომარეობა. მდგომარეობაში იგულისხმება საქართველოს შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ასევე, ზღვით გვაქვს კავშირი ევროკავშირის მნიშვნელოვან პორტებთან, გვაქვს წვდომა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მნიშვნელოვან ბაზრებთან, თავისუფალი უბარიერო ვაჭრობის რეჟიმი. ეს ფაქტორები საინტერესოს ხდის საქართველოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. იაპონიასთან ერთად დღეს გავრცელდა თეთრი სახლის განცხადება ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორის - ლარი კუდლოუს მიერ, რომ შტატებმა უნდა მიბაძოს იაპონიას და მოახდინოს ამერიკული კომპანიების გამოსვლა, გადანაცვლება ჩინეთიდან სხვა რეგიონებში. ტენდენცია ნელ-ნელა ძალას იკრებს და ამ თვალსაზრისით საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა. მან უნდა გაზარდოს კონკურენტუნარიანობა და ინტერესი იმ ქვეყნებისადმი, რომელიც განიხილავენ ალტერნატიულ მდებარეობას იმისათვის, რომ ახლოს იყვნენ ძირითად ბაზრებთან. ასეთი კომპანიებისთვის, შესაძლოა, საქართველო გახდეს ძალიან საინტერესო ადგილი მათი წარმოების გადმოსატანად. საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ იაპონიასა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, არამედ ეს შეიძლება საინტერესო გახდეს სხვა ქვეყნების კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც კრიტიკული იქნება უტარიფო წვდომა ევროკავშირის ბაზარზე ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარზე. ესეც საქართველოს დიდი უპირატესობაა. დღეს საქართველომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გააძლიეროს ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, კვალიფიციური მუშახელის შექმნაში. ჩვენ რომ მიმზიდველი გავხდეთ წამყვანი კომპანიებისთვის, უნდა შევქმნათ შესაფერისი სტრუქტურა. საქართველოს პირდაპირი წვდომა აქვს ევროკავშირთან ზღვით. ზღვის ინფრასტრუქტურას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. თანამედროვე პორტს და მის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სამომავლო პერსპექტივაში’’,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია პოსტკრიზისული პერიოდისთვის ახლავე დავიწყოთ მზადება, რადგან ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება სტრატეგიული შეცდომა. ,,უმნიშვნელოვანესია, რომ პოსტკრიზისული პერიოდისთვის ახლავე დავიწყოთ მზადება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა, ჩამოყალიბებული პრიორიტეტები, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ცვლილებები გახდეს სასარგებლო. ცვლილებები კი იქნება დრამატული და მნიშვნელოვანი. ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება სტრატეგიული შეცდომა. საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეებისთვის, ეს კი შეიძლება შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურის ხარჯზე. ეს იქნება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე მაღალკვალიფიციური მუშახელი, გეოგრაფიული მდებარეობა თუ საგადასახადო სისტემა. ეს პერსპექტივა საქართველოს აქვს. ამ პროცესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმები კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. საერთაშორისო მოთამაშეებისთვის ეკონომიკური დავების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო საარბიტრაჟო ელემენტები ეკონომიკური დავების განსახილველად. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ეძლევა ისტორიული შანსი პოსტკრიზისულ პერიოდში, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების გამო დაიკავოს სრულიად გამორჩეული ადგილი და გახდეს მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოთამაშეებისთვის. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის უნდა შემუშავდეს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დღესვე უნდა გადაიდგას’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
რესპუბლიკელები თეთრ სახლს რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული “რეაგირებისკენ“ მოუწოდებენ
აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ თუ დადასტურდება ცნობა, რომ რუსეთი ფულად ჯილდოს სთავაზობდა ექსტრემისტებს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვის სანაცვლოდ, ამას რუსეთისათვის შედეგი უნდა მოჰყვეს. „უკვე დიდი ხნის წინ გახდა აშკარა, რომ რუსეთს არ სურს ჩვენი სიკეთე ავღანეთში“, -განაცხადეს რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა მაკ ტრონბერიმ და ლიზ ჩეინიმ მას შემდეგ, რაც გაეცვნენ მოხსენებას ავღანეთში რუსეთის შეთქმულების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ექსტრემისტების მიერ ამერიკელი და ნატოელი ჯარისკაცების დახოცავს ფულადი ჯილდოს საფასურად. ხოლო რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და მაიკლ მაკკოლმა განაცხადეს, რომ დაჟინებით მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოჩნდება, "მიიღოს სწრაფი და სერიოზული ზომები, რათა პასუხი აგებინოს პუტინის რეჟიმს“, რესპუბლიკელი კონგრესმენების თანახმად, მათ უკვე აცნობეს, რომ მიმდინარეობს ყველა ანგარიშის დეტალური შემოწმება, რაც ყოველთვის წინ უძღოდეს ნებისმიერ საპასუხო ნაბიჯს. ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური აშშ-ში, რაც „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, 26 ივნისს აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ГРУ) თალიბანთან დაკავშირებულ მებრძოლებს სთავაზობდა ფულს აშშ-ისა და კოალიციის ჯარის სამხედროთა მოსაკლავად. 30 ივნისს კი გაზეთმა გამოაქვეყნა ახალი სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციული ძალების წარმომადგენლებმა სავარაუდო რუსული შეთქმულების შესახებ, აშშ-ის ხელმძღვანელობას არაუგვიანეს თებერვალში აცნობეს წერილობითი ანგარიშის სახით. მედიის პუბლიკაციების პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თალიბებს შორის ასეთ გარიგებაზე ამერიკის დაზვერვამ ინფორმაცია არ მიიჩნია „სარწმუნოდ“ და ამიტომ არ უცნობებიათ ის აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისათვის. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ კი აღნიშნა, რომ „სადაზვერვო უწყებებს შორის არ არსებობს კონსენსუსი“, იმსახურებს თუ არა ნდობას, რუსეთის მხრიდან თალიბების სავარაუდოდ ფულადი დაჯილდოვების თაობაზე მოპოვებული ცნობები.#ახალი_ამბები#twitter
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
„კოვიდ-19“-ის მსოფლიო ზარალმა შესაძლოა, 8.8 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს - აზიის განვითარების ბანკი
მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის შედეგად შესაძლოა, 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4 პროცენტიდან 9.7 პროცენტამდეა, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ახალ, დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშში არის ნათქვამი. ანგარიშის შესახებ ინფორმაციას ADB ავრცელებს. ანგარიში „კოვიდ-19“-ის პოტენციური ეკონომიკური ზეგავლენის განახლებული შეფასება“ ადგენს, რომ ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა, იმერყეოს 1.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან – გავრცელების სწრაფი შეკავების, სამთვიანი სცენარის შემთხვევაში – 2.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე – ხანგრძლივი შეკავების ექვსთვიანი სცენარის შემთხვევაში, რაც მსოფლიო წარმოებაში რეგიონის წვლილს 30 პროცენტით შეამცირებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა 1.1-დან 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი ნახოს. ამასთან, ახალი ანალიზი „აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ის“ მონაცემების განახლებული ვერსიაც არის. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მსოფლიო ზარალი 2.0-დან 4.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე იყო ნავარაუდევი. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ და მიიღეს ,როგორც ფისკალური და სავალუტო რეგულაციების შემსუბუქების ზომები, ასევე გაზარდეს ხარჯვა ჯანდაცვის სფეროში და პირდაპირი დახმარება მოგებასა და შემოსავლებში არსებული დანაკარგების შესამცირებლად. ანგარიშის მიხედვით, თუ მთავრობები მსგავს ღონისძიებებს გააგრძელებენ, ამან შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის ეკონომიკური ზემოქმედება 30 პროცენტიდან 40 პროცენტამდე შეარბილოს და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგები 4.1-დან 5.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე შუალედში შეამციროს. ანალიზი, რომელიც იყენებს გლობალური ვაჭრობის ანალიზის პროექტის ზოგადი ეკვილიბრუმის მოდელს, მოიცავს პანდემიისგან დაზარალებულ 96 ეკონომიკას „კოვიდ-19“-ის 4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევით. ტურიზმის, მოხმარების, ინვესტიციების, ვაჭრობისა და წარმოების ჯაჭვების შოკებს, რომელიც „აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ში“ იყო ნავარაუდევი, ახალ ანგარიშში ემატება გადამცემი არხები, როგორიცაა ვაჭრობის ხარჯების ზრდა, რაც აფერხებს მობილობას, ტურიზმს და სხვა დარგებს; დარღვევები მიწოდების ჯაჭვში, რაც უარყოფითად მოქმედებს მწარმოებლუნარიანობასა და ინვესტიციებზე და მთავრობის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც „კოვიდ-19“-ის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არბილებს. „ახალი ანალიზი წარმოადგენს „კოვიდ-19“-ის პოტენციური მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ფართო სურათს. ის ასევე ხაზს უსვამს ზარალის შესამცირებლად მთავრობის ღონისძიებების მნიშვნელობას. ახალი მონაცემები შესაძლოა, მთავრობებს სახელმძღვანელოდაც გამოადგეს და იმ ზომების განსაზღვრაში დაეხმაროს, რაც პანდემიის შეკავებასა და ეკონომიკებსა და მოსახლეობაზე მისი ზემოქმედების შერბილებაში დაეხმარება“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, იასუიუკი სავადამ. ADB-ის „კოვიდ-19“-ის რეგულაციების მონაცემთა ბაზა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ მთავარ ეკონომიკურ მექანიზმებზე, რასაც ბანკის წევრები პანდემიის წინააღმდეგ მიმართავენ. გავრცელების შეკავების მოკლე და გრძელ სცენარებში ანგარიში განმარტავს, რომ საზღვრების ჩაკეტვა, სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინი, რაც პანდემიით დაზარალებულმა ეკონომიკებმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს, მსოფლიო ვაჭრობას სავარაუდოდ 1.7-დან 2.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება 158-დან და 242 მილიონამდე სამუშაო ადგილით, რაც აზიასა და ოკეანეთში ჯამური სამუშაო ადგილების დაკარგვის 70 პროცენტს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის შემცირება 1.2-დან 1.8 ტრილიონ აშშ დოლარამდეა მოსალოდნელი, რომლის 30 პროცენტს რეგიონის ეკონომიკები იგრძნობენ, ანუ 359 მილიარდიდან 550 მილიარდ აშშ დოლარამდე. „ჯანდაცვის ხარჯების გაზრდასა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან ერთად, შემოსავლისა და დასაქმების ძლიერი დაცვაც აუცილებელია უფრო რთულად მიმდინარე და გახანგრძლივებული ეკონომიკური გაჯანსაღების თავიდან ასაცილებლად. მთავრობებმა მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა უნდა უზრუნველყონ; ხელი შეუწყონ და გააღრმავონ ელექტრონული კომერცია და საქონლისა და მომსახურების მიწოდების ლოგისტიკა და დააფინანსოს დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, უმუშევრობის სუბსიდირება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებების, განსაკუთრებით საკვების მიწოდება მოხმარების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია ანგარიშში. აზიის განვითარების ბანკი აცხადებს, რომ ADB აქტიურად მუშაობს მისი წევრების „კოვიდ-19“-ის შედეგებზე რეაგირებაში დასახმარებლად მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოცხადებული 20 მილიარდი აშშ დოლარის საპასუხო პაკეტის საშუალებით. ბანკმა რეფორმათა სერია გაატარა ოპერაციების დასაჩქარებლად და დახმარების მოკლე ვადებში, მოქნილი პროცედურებით მისაწოდებლად. აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდან არის წარმოდგენილი.
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 3 days ago
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა 2018 წელს კიბერშეტევა განახორციელა რუსეთის „ტროლების ფაბრიკაზე“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ 2018 წელს კიბერთავდასხმის ბრძანება გასცა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ინტერნეტ-კვლევების სააგენტოზე, რომელიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი. ასეთი თავდასხმის შესახებ ადრეც გავრცელდა ცნობა, მაგრამ აქამდე აშშ-ის ოფიციალურ პირებს ეს ფაქტი არ დაუდასტურებიათ. აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ „ტროლების ფაბრიკა“ ერეოდა როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო, ისე კონგრესის 2018 წლის შუალედურ არჩევნებში. ტრამპის თქმით, მისი წინამორბედი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო ინფორმირებული სამზადისში მყოფი რუსეთის მანიპულაციების თაობაზე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. დონალდ ტრამპმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს ნატოდან აშშ-ის გამოყვანა. „არა, არ მინდა გამოყვანა. მაგრამ მინდა, რომ ისინი (ნატოელი მოკავშირეები) იხდიდნენ თავიანთ სამართლიან წვლილს“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.#ახალი_ამბები #twitter
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ნანახი აქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ განცხადებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ნანახი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია თქვას, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.. „კორონავირუსი ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა და ეს მიუღებელია. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს, ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, – განაცხადა ტრამპმა.
Headline
Tbilisi · 2 months ago
BBC: ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსურ მხარდაჭერას წყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბიუჯეტში ამერიკული შენატანის გადახდა შეაჩერა. იგი თვლის, რომ კორონავირუსული პანდემიისას, ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ, სათანადოდ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნულისთვის „პასუხი უნდა აგოს“. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპს, რომელსაც თავად აკრიტიკებენ დაგვიანებული რეაქციების გამო, უბრალოდ ცდილობს „განტევების ვაცის“ პოვნას და პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრებას. საინტერესოა ვინ არის მართალი? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა WHO კორონავირუსთან დაკავშირებით დაგვიანებულ რეაქციაზე და დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებაში. მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ COVID-19-თან დაკავშირებით რეალური ფაქტები დამალა. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას შეატყობინა უჰანის პროვინციაში, გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიური დაავადების ზრდის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია იმავე დღეს ჟენევაში (შვეიცარია) გადაიგზავნა, WHO-ს შტაბ-ბინაში. მომდევნო დღესვე, WHO-მ ექსპერტთა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლებმაც სიტუაციის მონიტორინგი დაიწყეს. სულ რაღაც 3 დღეში ორგანიზაციამ პირველადი ინფორმაცია გამოაქვეყნა უცნობი ვირუსის შესახებ, მის სოციალურ ქსელსა და საექსპერტო ჟურნალებში, ხოლო 10 იანვარს პირველი რეკომენდაცია გასცა სხვადასხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული დროისთვის WHO-ს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, რომ უცნობი დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. ფაქტი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, როდესაც პნევმონიით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ექიმები გახდნენ შეუძლოდ. გარდა ამისა, ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში. ამის თაობაზე, გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა WHO-ს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერქჰოვემ. აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს არანაირი წვდომა ჰქონდათ ჩინეთში, უჰანის პროვინციაში მყოფ დაავადებულებთან. 28 იანვარს, თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ღებრეისუსი შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ცზიპინს და სთხოვა ნებართვა, ამ პროვინციაჩი ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნის თაობაზე, მაგრამ ნებართვა მხოლოდ 16 თებერვალს მიიღეს მათ. კრიტიკოსებისთვის მსჯელობის მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ ღებრეისუსი პოზიტიურად აფასებდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ, უცნობი ვირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. პოლიტიკოსები და დასავლელი ექსპერტები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ოფიციალური პეკინის მიერ, მსოფლიოსთვის მიწოდებული სტატისტიკისა და მონაცემების სისწორეს, რადგან დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება დიდხანს მალავდა რეალურ სურათს ვირუსთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალიალური სტატისტიკა ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობასთნ შედარებით ეჭვს ბადებს, რადგან რიცხვები საკმაოდ დაბალი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ვაშინგტონს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურად $400-დან $500 მლნ-მდე შეაქვს, მაშინ როდესაც ჩინეთი მხოლოდ $40 მლნ-ით აფინანსებს. WHO-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ენტონი კოსტელოს განცხადებით, ამერიკული დაფინანსების გარეშე, ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება, რადგან ვერ შეძლებს სხვადასხვა სახელწმიფოებისთვის დროულ დახმარებას, ექიმთა გადამზადებას და ა.შ. „უამრავი ღარიბი სახელმწიფო ჯერ მხოლოდ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ექნება საკმარისი ფინანსები, შესაძლოა კატასტროფა მოხდეს“, - განაცხადა კასტელომ. WHO-ს მიერ, თებერვლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად. აღნიშნულის განსახორციელებლად კი $675 მლნ. იყო საჭირო. ტრამპის თქმით, ორგანიზაციისთვის დაფინანსება შეჩერდება მანამ, სანამ „კორონავირუსის გავრცელების“ საკითხზე WHO-ს რეალური როლი არ გახდება ცნობილი. ექსპერტთა ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარი თქვას საზღვრების დახურვის რეკომენდაციაზე და ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვაზე. კოსტელოს მოსაზრებით გადაადგილების აკრძალვა არაეფექტურია და ძირითად, გადამწყვეტ როლს ადრეული ტესტირების გამოყენება ასრულებს, როგორც ეს სამხრეთ კორეაში განხორციელდა, როდესაც კვირაში 66 000 ტესტირება ხორციელდებოდა. ტრამპის განცხადების საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ ახლა არ არის სწორი დრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ფინანსების შესამცირებლად. წყარო: Coronavirus: Trump accused WHO of concealing facts and supporting China. He's right? (15.04.2020),#coronavirus #trump #USA #WHO #headline #stopcovid19
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 1 week ago
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-სთან დიდ შვიდეულზე აწარმოებს მოლაპარაკებას
რუსეთი აშშ-სთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას თავის პოტენციურ როლზე გაფართოებული დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე მიმდინარე წელს - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 4 ივლისს. როგორც რიაბკოვმა სააგენტო TASS-ს უთხრა, რუსეთს "ამგვარი მოლაპარაკება არ გაუმართავს და არც მართავს". მისი ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონ სალივანის სიტყვებთან, რომელმაც 3 ივლისს RBC TV-ს უთხრა, ვაშინგტონი "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიდი შვიდეულის სხვა მთავრობებთან" ლაპარაკობს იმის შესახებ, აქვს თუ არა რუსეთს შესაფერისი როლი დიდ შვიდეულშიო. დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნების პერსპექტივა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოჭრა მაისში, როცა გამოაცხადა, რომ შეხვედრა სექტემბრამდე გადაიდო. რუსეთი უწინ ამ ჯგუფში შედიოდა, თუმცა ის გამორიცხეს 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების გამო. რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ გაფართოებულმა დიდმა შვიდეულმა ჩინეთიც უნდა მოიცვას და დასძინა, მის გარეშე "შეუძლებელი იქნება თანამედროვე მსოფლიოს გარკვეული საკითხებზე" მსჯელობაო.#ახალი_ამბები#twitter
Shalva Berianidze
Tbilisi · 5 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2