დღეიდან თბილისის ყველა აგრარული ბაზარი იკეტება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140861 7 აპრილიდან თბილისის ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიიღო, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. "უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა", -უთხრეს ტაბულას თბილისის მერიაში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
0