ბათუმის მერიის ინფორმაციით, იგეგმება ქოლცენტრის ამუშავება. ეს იქნება სპეციალური საშუალება, მოქალაქეები ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მომსახურება მიიღონ.
მერიის განცხადებით, ადრე არსებული ცხელი ხაზი ხშირად გადატვირთული იყო და ვერ ხერხდებოდა მოქალაქეების მომსახურება. ქოლცენტრი კი გააუმჯობესებს საჯარო ინფორმაციის, მერრის სერვისებისა და სხვა მომსახურების დისტანციურ მიღებას.
მერიაში აცხადებენ, რომ ეს ვირტუალური სერვისი 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. ბიუჯეტიდან 9906 ლარია გამოყოფილი სერვისის გასამართად.
#ბათუმისმერია
#კორონავირუსი
#ცხელიხაზი