აჩიკო გოგიტიძემ კორონავირუსზე დადებითი პასუხი, შინ წასვლის წინა დღეს მიიღო

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140865 ფეისბუქ პიარს, მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ აგერ ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე მეტს არაფერს დავწერ! ნარცისებო- წერს მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, კორონავირუსის ტესტის გაკეთებას 10 დღე ითხოვდა და მანამდე არ გაუკეთეს, სანამ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს არ დაურეკა. მომღერალს კოვიდ19-ის ტესტზე დადებითი პასუხი სახლში გაწერემდე ერთი დღით ადრე მიუვიდა. აჩიკო გოგიტიძის FACEBOOK პოსტს უცვლელად გთავაზობთ: "ჩემო უსაყვარლესებო მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქ გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! სიმართლე უნდა ითქვას 10 დღეა ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკ ზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი , ხვალ მარშით მიშვებდნენ სახლში სადაც ყველა ოჯახის წევრს გადავდებდი ვირუსს! მე აბა კი ვარ გადასარევად! ყველაზე მთავარმა ჩაიარა , ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ეხლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამივიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს! ბატონო ზაალ ჩემი გმირი ხართ!!! P.S ჩემი კეთილი რჩევა იქნება თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით და თქვენი გაზიარებული პოსტებით ნუ ტკბებით ! (ადრესატები მიხვდებიან) ფეისბუქ პიარს მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ აგერ ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე მეტს არაფერს დავწერ! ნარცისებო კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ , რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! მიყვარხართ!!!! თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!!!!" - წერს გოგიტიძე.
0