გარდაბნის დეპუტატმა, სავალან მირზოევმა, შპს „გარდაბან პლაზასთან“ ერთად მარნეულელ გაჭირვებულებს პროდუ
173 Views
Marneuli Daily
Kachaghani · 5 months ago

გარდაბანის მუნიციაპლიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, სავალან მირზოევი შპს „გარდაბან პლაზასთან“ ერთად მარნეულში 100 გაჭირვებულ ოჯახს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა.

ამის შესახებ ინფორმაცია მისი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ჩვენ შევარჩიეთ ის 600 ოჯახი, რომელსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება. 500 გარდაბანში დარიგდება, 100 კი მარნეულში.

მეგობრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ“,-განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

#დეპუტატი #დახმარება #კორონავირუსი #MarneuliDaily
Marneuli Daily
Kachaghani · 5 months ago
2
Write a comment