კუბოთი მოცეკვავე აფრიკელები - 2020 წლის ყველაზე პოპულარული მიმი

ByM.m.m.Georgia
0
კუბოსთან ცეკვა განაში გავრცელებული უძველესი ტრადიციაა. ამ ქვეყანაში დაკრძალვა განსაკუთრებული ცეკვით მიმდინარეობს. მათი რწმენით, მიცვალებული საიქიოში მხიარულად უნდა წავიდეს. ამ ტრადიციის განსახორციელებლად მოცეკვავეთა ჯგუფები არსებობენ. როგორც წესი, გასვენების დროს განაში მათ ქირაობენ. ამ აფრიკულმა ადათ-წესმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო. კუბოთი მოცეკვავე აფროამერიკელები არნახული პოპულარობით სარგებლობენ. პირველად მათი ვიდეო იუთუბზე 2015 წელს განთავსდა, თუმცა სახალისო მიმების ინსპირაცია ის მხოლოდ 2020 წლის თებერვალში გახდა. ამჟამად განელი მოცეკვავეების მონაწილეობით მილიონობით ვიდეოს შეხვდებით. ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კუბოს თანხლებით აფრიკელების ცეკვა 2020 წლის ყველაზე პოპულარული მიმია.
#იუმორი
#სახალისო
#ტრადიცია
#აფრიკა
#განა
#2020
#humour
#funny
#tradition
#africa
#ghana
#news
#photo
ByM.m.m.Georgia
0