თემქაზე, ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
თემ­ქა­ზე, ზღვის უბან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, COVID-19-ით არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა და ბა­ბუ­აც. სტი­ქა­რო­სა­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­ქა­რო­სა­ნი კვი­რას, 5 აპ­რილს ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, 6 აპ­რილს კი ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. უც­ნო­ბია, რა გახ­და ახალ­გაზ­რდის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო. ზღვის უბან­ში მდე­ბა­რე ტაძ­რის მე­სან­თლე ამ­ბობს, რომ სტი­ქა­რო­სა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტია, ტა­ძარ­ში კვი­რას იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე წა­ვი­და და მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. ამას­თან, კვი­რას მო­ქა­ლა­ქე­ებს ზი­ა­რე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. "ჩვე­ნი ტაძ­რის სტი­ქა­რო­სა­ნია, არის ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი. კვი­რას წირ­ვის დროს, შე­მო­ირ­ბი­ნა ტა­ძარ­ში და მა­ლე­ვე წა­ვი­და", - აცხა­დებს მე­სან­თლე "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უბ­რი­სას. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის ორი შემ­თხვე­ვა აქამ­დე ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპარ­ქი­აში და­ფიქ­სირ­და
#კორონავირუსი
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0