20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდების გაყიდვა

0
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.983 პროცენტით განისაზღვრა", -აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
#ეროვნულიბანკი
#აუქციონი
#ფასიანიქაღალდი
#tbilisidaily
0