თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. Covid-19-ით არიან დაავადებული მისი დედა და ბაბუაც. სამივე მათგანი გადაყვანილი არიან თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ადასტურებს, რომელიც თვითიზოლაციაშია. მისი თქმით, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ოჯახია და არა ეკლესია. „მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობს. პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით, რადგან მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით“, – განაცხადა მამა სერაფიმემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში“.
0