საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაიით, 7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღს ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს ინიციატივით „გამონახე წუთი, უთხარი
#მადლობა
!“ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანების გადამწყვეტ როლს COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ექიმებს დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის მადლობას უხდის.
“ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.
#კორონავირუსი
#ევროკავშირი
#კალსჰარცელი
#ელჩი
#მადლობა
#tbilisidaily