მედ-პერსონალის აქცია საბერძნეთში

0
საბერძნეთში ექიმებმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი აპროტესტებენ სამედიცინო რესურსების ნაკლებობას და ხელისუფლებას სთხოვენ, დაიქირაოს დამატებითი მედ-პერსონალი კერძ სექტორიდან. აქციებზე გამოჩნდა ბანერები წარწერით: „ჩვენ ვიბრძვით შენთვის, ამოიღე ხმა ჩვენთვის“. ექიმებმა განაცხადეს, რომ პანდემიასთან საბრძოლველად მეტი რესურსია საჭირო. აქციები ჩაატარდა ათზე მეტ საავადმყოფოსთან და ორგანიზებული იყო „ეროვნული ექიმთა კავშირის“ მიერ. შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს საბერძნეთში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. სტატია ნათარგმნია apnews.com-დან.
#კორონავირუსი
#საბერძნეთი
#პროტესტი
#
headline
0