გორის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში სამი საეჭვო ნიმუში იქნა გაგზავნილი

0
გორის ცხელების ცენტრიდან, ლუგარის ლაბორატორიაში სამი საეჭვო ნიმუში იქნა გადაგზავნილი, აქედან ერთი ნიმუში გორიდან, ხოლო ორი ხაშურიდან იყო. აღნიშნულ ნიმუშებზე პასუხი უარყოფითი ჩამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე შიდა ქართლში, ინფიცირების არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, თუ არ ჩავთვლით მეჯვრისხევში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია და მას Covid-19 -ის ინფექცია სომხეთში დაუფიქსირდა. აღნიშნულმა მძღოლმა ქვეყნის საზღვარი 1 აპრილს გადაკვეთა.
#ცხელებისცენტრი
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#goridaily
0