ნინო ლომჯარიას უწყება საკარანტინო სივრცეებში ადამიანთა უფლებების დაცვისა და ჯანდაცვვის სერვისების პირობების შესწავლას იწყებს.
ამისთვის ომბუდსმენმა მოქალაქეებისგან საკარანტინო სივრცეებში არსებულ პირობებზე ინფორმაციის მიღება უკვე დაიწყო.
"თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია." - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საკარანტინო სივრცეებზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ომბუდსმენის საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ
? ტელეფონი: 591 90 33 22 (ხატია ხელაძე)
Facebook
ელ-ფოსტა: khkheladze@ombudsman.ge; info@ombudsman.ge
#politics
#news