კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნებს შორის ავია-მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. სახელმწიფოს მმართველების ცდილოვენ სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში სპეცრეისებით დააბრუნონ, თუმცა ეს წყვილი სამშობლოში დაბრუნებას ნამდვილად არ ჩქარობს.
სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები – 27 წლის ოლივია და 28 წლის რაული მალდივებზე ექვსდღიან საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ, თუმცა ფრენების აკრძალვის გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ.
ძვირადღირებულ სასტუმროში ისინი ერთადერთი ვიზიტორები არიან და უკვე რამდენიმე დღეა სრულიად უფასოდ ემსახურებიან.