როგორი წარმოდგენა ჰქონდა კორონავირუსზე და როგორი აღმოჩნდა რეალობა, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს.
„არ მეგონა, თუ ასე მარტივად გადამედებოდა. მეგონა, თავს ვიცავდი. სანიტაიზარი, ნიღბები სულ მედო მაგიდაზე, დისტანციასაც ვიცავდი.
ჩემი წარმოდგენა არ აღმოჩნდა მართალი, რომ არ შეიძლება გადაგედოს თუნდაც იმაში, რომ არავის ჩაეხუტები, არ გადაკოცნიდა იჯდები გარკვეულ დისტანციაზე.
უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ასეც გადაგვედო.
თავიდანვე, როდესაც დამიდასტურდა, არ მქონდა წარმოდგენა, რომ ჩემს შემთხვევაში მძიმედ განვითარდებოდა დააავდება.
საბედნიეროდ, ასეც აღმოჩნდა. ფილტვების ანთებაც არ მქონია“, – ჰყვება გამყრელიძე.