ტელეფონში კადრის შენელების ფუნქციის გამო, მამაომ ეშმაკის განდევნის რიტუალი ჩაატარა

0
სოციალური ქსელის მომხმარებელი Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში სახალისო ისტორიაზე წერს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს უძველეს სასოწარკვეთაზე მოგიყვებით. ცოტა გავმხიარულდეთ, ხალხებო. მოკლედ, ბევრი წლის წინ, Iphone ახალი შემოსულია აი, ადამიანად რომ ითვლებოდა მაშინდელი ამბავია. მეც ახალი ნაყიდი მაქვს და ფუნქციების გარკვევა-ათვისების პროცესში ვარ, ვიღებ ფოტოებს, ვიდეოებს, ჩემს თავს არ ვეკუთვნი, ყველამ ვიცით, რომ Iphone-ს აქვს ვიდეოს ნელი გადაღების რეჟიმი, რაზეც მე მაშინ წარმოდგენა არ მქონდა. გადავიღე ერთი, ორი, შვიდი ვიდეო და მოხდა ისე, რომ ყველა კადრში ჩანს ჩემი ქმრის უბუნჩულესი ბებო, დაფაჩუნებს თავისით ყვავილებს რწყავს. აი რომ ჩავრთე მაშინ დაიწყო კინო: კადრი გაბაცებული, მიდის მდორედ, ისმის არაამქვეყნიური ხმები, ღმუილი, წუილი, სასწაულება. სახლში პანიკა დაიწყო, აქ სიტყვებით ვერ აღვწერ ისეთი. თმაგაშლილი, ფეხშიშველი გავიქეცით ახლომდებარე ეკლესიაში, მამაომ გაავებული ეშმაკი ღმუისო, თან ამ ბებიათქვენშია ჩასახლებულიო. ​მე მარტო ვერ გამოგყვებით, ხალხი მჭირდებაო. გადარეკა-გადმორეკა და ერთი 3 მამაო წამოიყვანა. მოვიდნენ ჩემოდნებით, ატყდა ნაკურთხი წყლის სხურება, დარბიან ოთახიდან ოთახში, დასველდა სახლი, დავსველდით ჩვენც, ბებო ტრუსიკიანად გასაწურია საწყალი. კი იძახდა, „რა ეშმაკი, რი ეშმაკი ქაო“, მაგრამ დაუჯერა ვინმემ?! ცერემონიის მერე მცირე ტრაპეზი გაიმართა. ვიდეოს გადაღება ვცადეთ ისევ და როგორ, რანაირად არ ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში გადაიღო. აქ დაიწყო მეორე გაგიჟება: ჩემი დედამთილი დაემხო ხატებთან, ჩემი მული ამ მამაოებს რომ ჩაუვარდა ფეხებში ძლივს გამოვტყავეთ, ურწმუნო მამამთილი მოექცა და მოკლედ… მეორე დღეს სტუმრად შემოირბინა ჩემმა ძმამ და მთელი აღტაცებით და პირჯვრის წერით ვუყვები ამ ამბავს. ხოდა გაიხსნა იქ ეს თემა (სახლში დღემდე არ მითქვამს)“. მაშინ ჩემი სასოწარკვეთილი სახე რომ გენახათ, თქვენი ცხოვრების ყველა სასოწარკვეთა დაგავიწყდებოდათ“, – წერს მომხმარებელი.
0