საქართველოს ფოსტამ სამუშაო საათები გაზარდა

0
საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება სერვისცენტრებში რიგების განტვირთვის მიზნით, გაზარდოს სამუშაო საათები მომხმარებელთა მომსახურებისთვის. ხვალიდან, 8 აპრილიდან, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით იმუშავებენ კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან - 17:00 საათამდე. ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გზავნილის ბინაზე მიწოდების სერვისით, კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09. საქართველოს ფოსტა მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.
#news
#business
#სიახლე
#სიახლეები
#ბიზნესი
#საქართველოსფოსტა
0