ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისობაზე 33 კომპანია შემოწმდა

0
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისობასთან დაკავშირებით 6 აპრილს ჯამში 33 კომპანია შემოწმდა. მათგან შესაბამის მოთხოვნებს 6 ვერ აკმაყოფილებს. უწყების ცნობით, შემოწმებული 33 კომპანიიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების რაოდენობა შეადგენს 15-ს, საიდანაც რეკომენდაციებთან შესაბამისობა დააკმაყოფილა 9 კომპანიამ. სხვა დაშვებული საქმიანობებიდან გადამოწმდა სულ 18 კომპანია, საიდანაც შესაბამის მოთხოვნებს 11 აკმაყოფილებს.
#კომპანია
#შემოწმება
#ეკონომიკა
#რეკომენდაცია
#tbilisidaily
0