როგორიც იქნება პატრიარქის კურთხევა, ისე ჩატარდება სააღდგომო დღესასწაული ჩვენს ეპარქიაში

0
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ეკლესიაში ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის მეუფე გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა. ეკლესიაში დისტანცია დაცული იყო. „ველოდებით პატრიარქის ლოცვა – კურთხევას, როგორიც იქნება პატრიარქის კურთხევა, ისე ჩატარდება ჩვენს ეპარქიაში სააღდგომო დღესასწაული. ჩვენ ვთქვით, რომ რადგან ახლა განსაკუთრებული პერიოდია, ყველა მღვდელმთავარი უნდა იყოს თავის ეპარქიაში და ყველა მოძღვარი თავის სამრევლო ტაძარში. თუ საჭირო იქნება ჩვენ აუცილებლად გვამცნობენ საპატრიარქოდან, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და რანაირად უნდა ჩავატაროთ მომავალ კვირაში ღვთის მსახურება“, – განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ. მიტროპოლიტი საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება. 7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება.
0