მაშველებმა წყალსაცავში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს - ფოტოები ცაგერიდან

0
მაშ­ვე­ლებ­მა ცა­გერ­ში წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვე­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს: "მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ცა­გერ­ში, მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყლის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შვე­ლი შე­ნიშ­ნეს, რომ­ლიც ნა­პირ­ზე ამოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და. მათ დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში და­რე­კეს. ად­გილ­ზე მი­სულ­მა მაშ­ვე­ლებ­მა სწრა­ფად შეძ­ლეს წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ცხო­ვე­ლის ამოყ­ვა­ნა, თუმ­ცა ნა­ხეს, რომ შველს სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც, ვე­ტე­რი­ნა­რი გა­მო­ი­ძა­ხეს. სპე­ცი­ა­ლის­ტმა ცხო­ველს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნა და მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
Tbilisi
0