კომედიური ჟანრი, ისევე როგორც ფილმებსა და სერიალებში, ანიმეებშიც საკმაოდ პოპულარულია.თუმცა განსხვავებით ფილმების და სერიალების, ანიმე საკმაოდ განსხვავებულ იუმორს გვთავაზობს, როგორც სიტყვიერს, ასევე ვიზუალურს. ასევე უფრო მეტად შეუძლიათ აბსტრაქტული სცენების შექმნა და ამავე დროს ანიმეს მეტად თავისუფლად შეუძლია ე.წ. მეოთხე კედლის მოხსნა და მაყურებელთან პირდაპირი კომუნიკაცია.
(მეოთხე კედელს თეატრში იმ მხარეს უწოდებენ, რომელ მხარესაც მაყურებლები სხედან, მსახიობები პერსონაჟის შესრულების დროს ხშირად იქცევიან ისე რომ თითქოს ეს მეოთხე კედელი არსებობს, ხანდახან კი პირიქით, პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მაყურებელთან)
რა თქმა უნდა ანიმეს სტილთან შეჩვევა არც ისეთი მარტივია, სწორედ ამიტომ კომედიური ანიმეები უფრო მეტად უკვე საკმაოდ შეჩვეული ანიმეშნიკებისთვის უფროა ვიდრე იმათთვის ვინც ახლა ეჩვევა, ამიტომ სტატია ახალბედებისთვის ნაკლებადაა.
ჩემთვის პირადად კომედიური ანიმეები, ერთადერთი და განუმეორებელია და რასაც მსგავს ჟანრში ვნახულობ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ განსაკუთრებული ხდება. დღეს სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ჩემთვის 5 საუკეთესო კომედიური ანიმე, რომლებსაც თავიანთი განსაკუთრებული მახასიათებლები გააჩნიათ. რა თქმა უნდა, სხვები შესაძლოა სხვა კომედიებს მიიჩნევდნენ საუკეთესოდ და ნამდვილად ვერ შევედავები რადგან სუბიექტურია მსგავსი საკითხები, განსაკუთრებით იუმორი....მაშ ასე დავიწყოთ:
.Danshi Koukousei no Nichijou
თუ კი ვინმეს უნდა ნახოს როგორია ბიჭების ცხოვრება და რა ინტერესები გააჩნიათ მათ, მაშინ ამ ანიმეს უნდა უყუროს სწორედ. ანიმეს მთავარი პერსონაჟი ფაქტობრივად არ ყავს და ყოველთვის ზოგად იუმორისტულ სიტუაციებს ირჩევს ეპიზოდებისთვის, მაგალითად როგორიცაა ის რომ რატომღაც ბიჭს საკუთარი დის ლიფის ჩაცმა მოუნდება....
.detroit metal city
შესაძლოა ამ ანიმეს მიმართებაში საკმაოდ სუბიექტური ვარ, იქიდან გამომდინარე რომ მეტალის ფანი ვარ და ამავდროულად არ ვარ ისეთი უხეში ტიპი, როგორადაც ზოგადად მეტალის ფანებს აღიქვამენ (ყოველშემთხვევაში არ ვთვლი ასე), თუმცა თავად ანიმე შესანიშნავ იუმორს გვთავაზობს მუსიკასთან ერთად, ანიმეში ძირითადად საზიზღარი სცენები შეგხვდებათ იუმორით გადმოცემული, ასე რომ არ ვურჩევ იმ ხალხს, ვისაც ისეთ საზიზღრობებზე, როგორიც მაგალითად BDSM ის სცენებია, სერიოზული რეაქცია აქვთ და არ სიამოვნებთ.
.Great teacher onizuka
ანიმე რომელიც პირველივე ეპიზოდებიდან შეგაყვარებთ თავს. სიუჟეტი ახალგაზრდა მასწავლებელს მიყვება, რომელიც ცხოვრების სიყვარულს ეძებს, ამავდროულად მას ყველაზე დაუმორჩილებელ კლასს ჩააბარებენ. მთავარ პერსონაჟს, ონიზუკას, ფაქტობრივად განათლება არც აქვს, ამიტომ რეალურად როგორც მასწავლებელი ბავშვებს ვერაფერს ასწავლის....თუმცა ეს პერსონაჟი, ისევე როგორც სხვა პერსონაჟებს, უამრავ ცხოვრებისეულ რჩევას მოგცემთ და მოტივაციასაც აგიმაღლებთ.
.gintama
.....როგორ ავხსნა?....ანიმე რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზეა, საერთოდ ყველაფერზე რაც კი შეიძლება თავში აზრად მოგივიდეთ და ასევე იმაზე რაც შეუძლებელია მოგივიდეთ:სამურაები, უცხოპლანეტელები, ძველი ედოს პერიოდი და პარალელურად თანამედროვე ტექნოლოგიები, მთავარი პერსონაჟი ვიაბუ, მთავარი პერსონაჟი საუკეთესო გმირი, მთავარი პერსონაჟი ყველაზე საზიზღარი პერსონაჟი....და უამრავი რამე შემიძლია ვთქვა მთავარ პერსონაჟზე გინზე....ანიმე ყველანაირ სიტუაციას განახებთ აბსოლუტურად, ამავდროულად შესანიშნავ კომედიესთან ერთად, ანიმე ემოციურ და სერიოზულ სცენებსაც არ მოგაკლებთ...რა თქმა უნდა იშვიათია მსგავსი ეპიზოდები, თუმცა როდესაც არის, ნამდვილად მიწასთან გაგასწორებთ ემოციურად.
ამავდროულად გინტამა ერთადერთი ანიმეა, რომელმაც შეძლო და პირდაპირი კომუნიკაციით მაყურებელთან და ე.წ მეოთხე კედლის დანგრევით, საოცარი ეპიზოდები შექმნა, ყოველი ეპიზოდის ყურების შემდეგ, ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს გინტამას პერსონაჟები თქვენთან ერთად უყურებენ სიუჟეტს...
.welcome to the NHK
შავი იუმორის ნამდვილი ზეიმია ეს კონკრეტული ანიმე, რომელიც ამავდროულად უამრავ ცხოვრებისეულ ტრავმაზე, კომპლექსებსა და ფსიქიკურ აშლილობებზე გვიყვება....თუ კი ვინმეს უნდა საკუთარ თავს კომპლექსები მოუხსნას და შედარებით სოციალური მაინც გახდეს (თუ კი რა თქმა უნდა ჩაკეტილია), მაშინ ეს ანიმე აუცილებლად დაეხმარება მას....