საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

0
სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. 86 წლის ქალი თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ცი­ენ­ტი იყო. გარ­დაც­ვა­ლე­ბა დღის 14:00 სა­ა­თის­თვის და­ფიქ­სირ­და. "დღეს სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ცენ­ტრში და­ფიქ­სირ­და COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­გით მე-3 შემ­თხვე­ვა ქვეყ­ნის­თვის და პირ­ვე­ლი ჩვე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ეს იყო 86 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც 2 კვი­რა­ზე მე­ტია ჩვენ­თა­ნაა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტი ალ­ბათ, რაც კი ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან შე­მო­სუ­ლა კლი­ნი­კა­ში. გარ­და იმი­სა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონ­და მძი­მე თან­მხლე­ბი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ჰქონ­და მძი­მე ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო მაქ­სი­მა­ლუ­რი 24 ქუ­ლით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლი ფილ­ტვის ქსო­ვი­ლი, ჰქონ­და მძი­მე სეფ­სი­სი და კი­დევ სხვა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი. 2 კვი­რის მან­ძილ­ზე ეს პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. ვფიქ­რობ, უფრო მე­ტიც, ვიდ­რე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სი­ტუ­ა­ცია იყო ისე­თი, რომ შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო სი­ცო­ცხლეს­თან და გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა”, - გა­ნა­ცხა­და ინ­ფექ­ცი­უ­რი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ მე­დი­ის­თვის გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ში.
#კორონავირუსი
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0