გავუფრთხილდეთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, გმირ ექიმებს - გიორგი გახარია

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მიმართულებით დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. გახარიას შეფასებით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემასაც დაამარცხებს. „დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. დღეს მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშეა და განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეკონომიკურად ესა თუ ის სახელმწიფო, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველას რთული ბრძოლა გვიხდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ყველა ქვეყანა თუ ადამიანი თანასწორია. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დარჩით სახლში!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
#გახარია
#ჯანდაცვა
#ექიმები
#კორონავირუსი
#მსოფლიო
#tbilisidaily
0