9 votes
comments
1 shares
Save
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ბავშვი იმყოფება
1170 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალვინა ჯავახაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სულ 13-მდე ბავშვს აქვს დადასტურებული. მათგან შვიდი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

მისივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთს აღენიშნება პნევმონია.

„ამ ეტაპზე საქართველოში 12-13 ბავშვს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. მათგან შვიდი მკურნალობს ჩვენს კლინიკაში. ყველა პაციენტის მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთ შემთხვევაში განვითარდა პნევმონია. სამი ახალი შემთხვევა გუშინდელია და პნევმონიის სურათი ამ ეტაპზე არ არის, კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურდა პნევმონია. თუმცა ერთი კვირის შემდეგ, შესაძლებელია, დაიწყოს, როგორც ამ დაავადებას ზოგადად ახასიათებს“ ,- განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.

ჯავახაძის განმარტებით, მითი იმის შესახებ, რომ ბავშვები არ ავადდებიან, არასწორია. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ბავშვთა ასაკში ავადობა განსხვავებულია.

„კორეის მონაცემებიტთ არის 18 პროცენტამდე ბქვშვები, აშშ-ის მონაცემებით 12 პროცენტამდე. საშუალოდ ამ პანდემიის დროს 10 პროცენტამდე ბავშვები დაავადდნენ. მითი იმის შესახებ, რომ ბავშვები არ ავადდებიან, არ არის სწორი, ავადდებიან, სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით უვითარდებათ დაავადება და მსუბუქად გადაიტანენ. ლეტალობის სამწუხარო მაგალითი რამდენიმე ქვეყანაში თითო ორი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს საქართველოში არის მხოლოდ 12 შემთხვევა და შემთხვევების მატებას, პიკის მიახლოვებას მოსდევს როგორც ბავშვებში ავადობის გაზრდა, ასევე შესაბამისად მძიმე შემთხვევების ზრდა“ , – განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.

#კორონავირუსი #პანდემია #ბავშვები #ინფიცირებული #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
9
Write a comment
1