ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – “ნაზია ღამე”

0
1934 წელს გამოცემული რომანის, “ნაზია ღამე”, მთავარი თემა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში მოღვაწე ამერიკელების ცხორვებაა. მოქმედება ცნობილი ექიმის დიკ დაივერის გარშემო ვითარდება, რომელიც ცოლთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ნიკოლი, მისი ყოფილი პაციენტია მდიდარი ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, რომ დიკმა ნიკოლის განკურნება შეძლო, ქალს ფსიქიური პრობლემები თავს ხშირად ახსენებს და მათი ქორწინება, ფაქტობრივად, პაციენტის და ექიმის ქორწინებას უფრო ჰგავს, ვიდრე ორი შეყვარებული ახალგაზრდა ადამიანის ურთიერთობას. ცოლ-ქმარი უკვე ვეღარ არკვევს რომელს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის მეორეს ცხოვრების “დანგრევაში”. როგორც ზემოთ აღვნიშნე წიგნი უფრო ავტობიოგრაფიულია და აღწერს ფიცჯერალდების ცხოვრების რთულ პერიოდს, როდესაც ფრენსისი თავისი შიზოფრენიით დაავადებული ცოლს დაცემის საშუალებას არ აძლევს და ყველაფერს ცდილობს რომ თავიანთი ქორწინება გადაარჩინოს, რაც ძალიან, ძალიან რთულია და თავად ავტორზე ანუ თავის პროტოტიპ დიკ დაივერზე დამანგრევლად მოქმედებს. სიმართლე ითქვას ამ წიგნის კითხვა თავიდან ძალიან გამიჭირდა. რამოდენიმეჯერ თავის დანებებაც გადავწყვიტე, მაგრამ კიდევ კარგი წიგნის შუა გზაში მიტოვება არ მჩვევია და ბოლომდე მივიყვანე. დაახლოებით 60-70 გვერდის მანძილზე სულ იმას ვფიქრობდი დროს რა ტყუილად ვკარგავთქო, მაგრამ… არა… ეს არ იყო დროის ტყულად დაკარგა… ეს მართლაც არაჩვეულებრივი წიგნი აღმოჩნდა. წიგნი იმაზე თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მეორე ადამიანისთვის უდიდესი საყრდენის როლი შეასრულოს და ფსიქიურ დაავადებასთან გამკლავებაც კი შეაძლებინოს და ასევე იმაზე როგორ შეიძლება პირიქით ორი ადამიანის სიყვარულმა ერთმანეთის ცხოვრება გაანადგუროს და სულ მცირე ბზარმაც კი მრავალი წლის ნაშენები ურთიერთობა ხუხულასავით ჩამოშალოს. თითქოს წყვილების “ტოქსიკურ ურთიერთობაზეც” არის, როცა წყვილი ხვდება რომ ერთმანეთის მომავალს ანგრევენ, მაგრამ ერთმანეთს მაინც ებღაუჭებიან და წასვლის უფლებას არ აძლევენ. ასევე ძალიან კარგად ჩანს მდიდრების უმიზნო ცხოვრებაც, ცხოვრება მხოლოდ ბანკეტებით, საღამოებით, საყიდლებითა და მოგზაურობებით შემდგარი, რომელიც თითქოს მხიარულია, მაგრამ ამავე დროს არაფრის მომცემი. სევდიანი ამბავია და კიდევ უფრო სევდიანია, როდესაც იაზრებ, რომ ავტორს ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება ნამდვილად მოუწია. “დარწმუნებით ხომ ვერასდორს იტვყი, რამდენად დიდი ადგილი გიკავია სხვის ცხოვრებაში.” “ან იფიქრე ან ის, ვინც შენს მაგივრად ფიქორბს, წაგართმევს ძალას, გადააკეთებს შენს გემოვნებას და გამოგფიტავს.” “ვიღაც წერს, სულიერი ჭრილობები ხორცდებაო. უაზრო ანალოგიაა კანის პათოლოგიასთან. ცხოვრებაში ასე არ ხდება, ასეთი ჭრილობა შეიძლება დაპატარავდეს, შეიძლება ქინძისთავის ჩხვლეტასავითღა იყოს, მაგრამ მაინც ჭრილობაა და ყოველთვის ღიაა. გადატანილი ტანჯვის კვალი რომელიმე თითის ან ცალ თვალში ჩინის დაკარგვას შეიძლება შეადარო. ეჩვევი ამას და წელიწადში ეგებ ერთხელ გაგახსენდეს, მაგრამ მაინც ვეღარ უშველი.” “საქმე ის არის, რომ როცა ფხიზელი ხარ, არავის დანახვა არ გინდა და მთვრალი თუ ხარ, არავის უნდა შენი დანახვა.” “ახალ მეგობრებთან, ხშირად უკეთესად ხარ, ვიდრე ძველებთან.” “- სამშობლოში? მე არ მაქვს სამშობლო. ომში მივდივარ! – რა ომში? – რომელიმე ომში. კარგა ხანია გაზეთები არ წამიკითხავს, ალბათ სადმე არის ომი, შეუძლებელია, სადმე არ ომობდნენ. – თქვენთვის რა, სულერთია, რისთვის იომებთ? – სავსებით, ოღონდ კარგად მომექცნენ.” “- როგორ გიყვარვარ ახლა, ძალიან? – ჩურჩულით უთხრა. – მე არ მოვითხოვ, რომ ყოველთვის ასე გიყვარდე, მაგრამ ძალიან გთხოვ არ დაივიწყო ეს საღამო. სადღაც, გულში, მე სულ ასეთი ვიქნები, როგორიც ახლა.”
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0