ახალციხის ბაზარში წესები გამკაცრდა

0
ახალციხის ცენტრალური ბაზარი წესები გამკაცრდა. გადაწყდა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მომხმარებლებს მხოლოდ "ელფა მარკეტში" მდებარე მაღაზიები მოემსახურებიან. ობიექტებზე დაიცავენ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ერთ სივრცეში სამ კაცზე მეტის ყოფნა აკრძალულია. რეგიონში ახალციხის გარდა კიდევ ორი ბაზარია - ახალქალაქსა და ბორჯომში. ცნობილია, რომ ახალქალაქში საქონლის ბაზრობა დაიხურა. ბორჯომის აგრალური ბაზარი კი აგრძელებს მუშაობას.
#კორონავირუსი
#ბორჯომი
#ახალციხე
#ახალქალაქი
#ბაზარი
#ვაჭრობა
#რეგულაციები
Borjomi
0