კასანომ კაპელოსთან დაპირისპირება გაიხსენა

ByM.m.m.Georgia
0
იტალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ანტონიო კასანომ მადრიდს რეალში ფაბიო კაპელოსთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა. "დონ ფაბიოს მეთვალყურეობის ქვეშ რეალში ერთ-ერთი საუკეთესო წინასასეზონო პერიოდი მქონდა. 10 კგ-მდე დავიკელი, შესანიშნავ ფორმაში ჩავდექი და 82 კგ-ს ვიწონიდი. სეზონის საწყის ორ შეხვედრაში მან ძირითად შემადგენლობაში მათამაშა, თუმცა შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადამიყვანა. მასზე ძალიან გავბრაზდი, რის გამოც ერთმანეთს დავუპირისპირდით. მსურს, რომ მას ამ ამბის გამო ბოდიში მოვუხადო. ვაღიარებ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო", - თქვა კასანომ. მადრიდელთა ღირსებას ის 2006/07 წლების სეზონში იცავდა, რის შემდეგაც იტალიაში დაბრუნდა. რეალში წასვლამდე მას კაპელოსთან კონფლიქტი რომაშიც მოუვიდა.
#კასანო
#რეალი
#მადრიდი
#ესპანეთი
#იტალია
#ფეხბურთი
#სპორტი
#კაპელო
#cassano
#realmadrid
#spain
#italy
#football
#sport
#news
#opinion
ByM.m.m.Georgia
0