ხანძარი მწვანე კონცხის ტერიტორიაზე

0
ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ბოტანიკური ბაღის საპირისპირო მხარეს, სანაპიროს მხრიდან გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. როგორც ბოტანიკური ბაღის დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია და პრევენციის მიზნით ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს. ''ხანძარი გაჩნდა ზღვის მხრიდან, ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სწრაფად მოხდა რეაგირება, მოვიდნენ სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები და რამდენიმე წუთში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. ამ ეტაპზე, პრევენციისთვის ტერიტორიის დათვალიერება ხდება. დაზიანდა ბოტანიკური ბაღის უმნიშვნელო ნაწილი. ბაღი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და საფრთხე მოხსნილია'' - განაცხადა ირაკლი არჩაიამ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში
0