ყველაფრის გაპრავების სურვილით შეპყრობილი მიტროპოლიტი უკვე ისეთ სისულელეს ამბობს, რომ დასაცინი ხდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140889 ყველაფრის გაპრავების სურვილით შეპყრობილი მიტროპოლიტი უკვე ისეთ სისულელეს ამბობს, რომ დასაცინი ხდება - ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე დანიელის განცხადებას, რომ თუ ადამიანი ავადაა, ამის შესახებ არ იცის და ეკლესიაში მივა, განიკურნება. "სამწუხაროდ აბსოლუტური სისულელეა. თუ არ იცის თავისი ავადმყოფობა, მისი განკურნება ვინღამ დაადგინა, მეუფე დანიელმა?! საიდან და როგორ?! გამოცხადებები აქვს?! არ შეიძლება შამანურ ბოდვების ადგილად იქცეს მართლმადიდებლობა, ეს მკრეხელობაა და სიშლეგე. ყველაფრის გაპრავების სურვილით შეპყრობილი მიტროპოლიტი უკვე ისეთ სისულელეს ამბობს, რომ დასაცინი ხდება, რის გამოც გული მტკივა ძალიან", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
0