საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანია გამოჯანმრთელებული

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140919 საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 195 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 მოქალაქეა.
0