ლარი დოლართან - 0.08 თეთრით, ევროსთან კი 2.56 თეთრით გაუფასურდა - ოფიციალური კურსი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140904 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1748 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4295 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0256 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
0