საქართველო გავრცელების მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა - ცერცვაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140921 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსით გავრცელების მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მისი თქმით, საქართველოს ამ მაჩვენებლით მხოლოდ ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოები უსწრებენ, რომელთა მოსახლეობა ბევრად ნაკლებია. „საქართველოს კოვიდ-19-ის გავრცელების მხრივ და გარდაცვალების მხრივ, ევროპის 53 ქვეყნიდან, უკავია 50 ადგილი. ჩვენზე უკეთესი მდგომაროება, ცოტა ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 5 ქვეყანას ევროპის. ასევე განსაზღვრეთ, რომ ასევე ისეთ ჯუჯა სახელმწიფოს როგორიცაა ლუქსმებურგი, 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და სულ 300 ათასი მოსახლეობა და ისლანდიას, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე სადაც ასობით ათასია ავადმყოფების და გარდაცვლილთა რაოდენობა. მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებით და სიკვდილიანობით უკავია 109 ადგილი. ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ არც კი ვიცით. ეს არის მცირე კუნძულები და ისეთი სახელმწიფოები, სადაც დიაგნოსტიკა ხდება თუ არა საერთოდ ისიც არ ვიცით“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. მისივე თქმით, ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფო. „ახლა რამ განაპირობა სიკვდილობის მცირე რიცხვი. სამი პაციენტია გარდაცვლილი. ერთი პაციენტის გარდაცვალების განხილვა ხდება მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებში ეს არის ათასობით და ათეულ ათასობით. ეს განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ და საქართველოს კლინიკური სექტორის მაღალმა პროფესიონალიზმმა და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად თავგანწირვამ. თქვენ ხედავთ ჩვენი საავადმყოფოს მაგალითზე, ასეა მთელ საქართველოში, მადლობა გორს, შესანიშნავად მუშაობს, ბათუმი ქუთაისი, ზუგდიდი, საჩხერე და სხვები. ჩვენ თავის დროზე ყველაზე ადრე გამოვიყენეთ ყველაზე მოწინავე მეთოდები, რომელიც შემდგომში აღიარებულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტის და ამერიკის წამლის ადმინისტრაციის მიერ, ჩვენ ამას ვხმარობდით ერთი კვირით ადრე. ასევე, გვქონდა ინოვაციური მიდგომები სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მიმართ. მაქსიმუმი კეთდება თითოეული ავადმყოფისთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0