6 votes
0 comments
0 shares
Save
პურის გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ არსებობს - ლევან დავითაშვილი
144 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140926

პურის გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ არსებობს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პურის გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ არსებობს.

„მოვისმინეთ, რომ ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, მე არაერთი განცხადება მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც, კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება, ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, რადგან ამას გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იმავე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა ერთის მხრივ და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე სასურსათო, მნიშვნელოვან პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. რეალურად იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია, იმისთვის, რომ ფქვილის ფასი, პირველ რიგში, შეინარჩუნონ 10 მარტის მონაცემებით, ვიდრე ზოგადად ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ფქვილის ფასი“, – განაცხადა მინისტრმა.

„პურის ინდუსტრიისთვის და პურის ინდუსტრიასთან დღესაც გვქონდა შეხვედრა, ფაქტობრივად შევხვდით ასოციაციას, ასოციაციის წევრ კომპანიებს, რათა თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის, ფქვილის გაძვირების, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოსახლოებას დამატებითი უხერხულობა, დამატებითი პრობლემა არ შეექმნას, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს ეხება. მინდა, აღვნიშნო ბიზნესის სოლიდარობის შესახებ, ამ საგანგებო პირობებში, მათ შორის ჩვენთან მჭიდრო კავშირშია და გვეხმარება სხვადასხვა რესურსით, ეს იქნება ფულადი დახმარება თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი, საჭირო საქონლის და მომსახურების შეძენა, რომელიც აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვისთვის. მათ შორის პირველადი, ძალიან მნიშვნელოვანი პირველადი სამედიცინო ინვენტარის შეძენაშია ბიზნესი ჩართული, მაგრამ ამავე დროს, ძალიან პრინციპულები და მკაცრი ვიქნებით იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც შეიძლება მტკივნეულად აისახოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პროცესს ვადევნებთ თვალყურს, გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება. ნაწილი III
კამანის დაკავების შემდეგ 7 ივლისს აფხაზთა და დაქირავებულთა დაჯგუფებამ (მათ შორის იყო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ცხინვალიდან ჩასული ოსური დაჯგუფება ალან ჯიოევის ხელმძღვანელობით, ჩეჩური დაჯგუფება შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით და რუსი ინსტრუქტორები და მედესანტეები) სოფელ შრომას შეუტია. ქართულმა სარდლობამ კამანიდან მიღებული შემზარავი ინფორმაციის შემდეგ მოახერხა და შრომაში მცირე ძალები გაგზავნა, შუა დღისას ცხადი გახდა, რომ შრომაში არსებული ქართული ნაწილები შეტევას ვერ გაუძლებდნენ. მტერმა უკვე სოფლის ცენტრსაც კი მიაღწია, ამიტომ ქართულმა სარდლობამ მდინარე გუმისთის ფრონტიდან მოხსნა რამდენიმე ბატალიონი და შრომაში გადაისროლა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-აფხაზურ მხარეს მოსკოვიდან მიღებული უახლესი კოსმოსური (აერო) ფოტოებით ზუსტი ინფორმაცია გააჩნდათ ჩვენი პოზიციების შესახებ, რაც ერთი ორად უადვილებდათ საქმეს. შრომაში დამხმარე ძალის გამოჩენით ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის გარკვეული ძალების განადგურება და ძირითადი ნაწილების განდევნა სოფლიდან. თუმცა ქართულ მხარეს სამწუხაროდ ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შრომასთან შეტაკებაში გამარჯვებული ნაწილები ადგილზე დაეტოვებინა, ამიტომ ისინი კვლავ გუმისთის ხაზზე დააბრუნა, სადაც აფხაზური შეტევის ერთ-ერთი მიმართულება ცნობილი სქემის მიხედვით კვლავ აქტიურ ფაზაში იყო და მუდმივად მასიური შეტევის დაწყების იმიტაციას ახდენდა, ხოლო შრომაში გამოუცდელი დაცვის პოლიციის ძალები ჩააყენა. აფხაზური ძალების რუსმა დაქირავებულმა მედესანტეებმა ჯერ სათანადოდ დაზვერეს შრომის დაცვის ხაზი, ხოლო მეორე ღამით დაგეგმეს ოპერაცია, რა დროსაც დაცვის პოლიციის სრულიად გაუმართლებელ ადგილებში განლაგებულ საგუშაგოებს დაესხნენ თავს, გუშაგები ამოხოცეს, ხოლო სოფელში მივლენილი დანარჩენი პოლიციელების დიდი ნაწილი ძილშივე ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხებით“ მოკლეს (ამ სისასტიკის ჩამდენი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე ქართულმა ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს სოხუმის სიახლოვეს). 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა აფხაზი ე.წ. სახელმწიფო გმირის კიანუს ანგუხაას ვიდეო ინტერვიუ, სადაც იგი იხენებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შრომაში არსებული ქართული ძალების დასახმარებლად და ტყვია-წამლის მისაწოდებლად მსუბუქი მანქანით სოხუმიდან მიდიოდნენ, აფხაზი მებრძოლის მონაყოლით ირკვევა, რომ ქართველები შრომის მისადგომებთან აფხაზურ 400 კაციან დაჯგუფებას მათთვის მოულოდნელად შეეჩეხენ, რა დროსაც ისინი გადმოხტნენ მანქანიდან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ორნი ოთხასის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ შეძახილებით გაუმარჯოს თბილისს, აფხაზებმა ტყვიამფრქვევების მასირებული და გაუთავებელი ჯერით მათგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს (სწორედ ასე აღწერს აფხაზი დამნაშავე კიანუს ანგუხაა). სამწუხაროდ ამ ორი თავდადებული ქართველი მებრძოლის ვინაობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. სოხუმის ჩრდილოეთით მიუხედავად ქართველთა არაერთი გმირობისა, საბოლოო ჯამში აფხაზებმა სოხუმიდან 9 კილომეტრში არსებული სოფელი შრომა მაინც დაიკავეს და 9-11 ივლისს სრულად გაწმინდეს, რითაც საბრძოლო ოპერაციის ძირითადი ამოცანა შეასრულეს. ტამიშის მიმართულებაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა საგზაო მაგისტრალის ჩრდილოეთით არსებული სიმაღლე ანუაარხუსთვის რამდენჯერმე გაიმართა, როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის გენშტაბი დესანტის ძალებზე დიდი იმედებს არ ამყარებდა, თუმცა მათ საბოლოო ამოცანად სიმაღლის დაკავებას და მისი ტყვარჩელის დაჯგუფების კონტროლირებად სივრცესთან მიერთებას გეგმავდა. ანუაარხუზე ჩარჩენილი ბატალიონ „შავნაბადას“ მცირე ძალები და გვარდიის სხვადასხვა დანაყოფების ცაკლეული მებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ სიმაღლეს და აფხაზთა რამდენიმე შეტევას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ. ოჩამჩირის მხრიდან მოქმედმა ქართულმა ძალებმა შექმნეს ერთიანი სამეთაურო შტაბი და დაიწყეს მოქმედება. ზღვის მხრიდან ლოთი ქობალიას ძალები უტევდნენ ორასი გამოცდილი მეომრით, ცენტრში ფრონტალურ შეტევას გუჯარ ყურაშვილი მძიმე ტექნიკით და „მხედრიონის“ შენაერთი ახორციელებდა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავაზას ნაწილები იყვნენ. ქართული ჯარების თავშეყრა უყურადღებოდ არ დარჩენია რუსულ მხარეს და ამ ოპერაციაში უკვე მესამედ გამოიყენა საკუთარი ავიაცია, ამჟამად უკვე მასშტაბური დაბომბვები განახორციელა ქართული სამეთაურო შტაბის მიდამოებში, თუმცა საკმაოდ არაზუსტად. ლოთი ქობალიას ძალებს სპეციფიური სიტუაცია შეექმნათ მრავალი თვის განმავლობაში მაყურებლის როლში აკვირდებოდნენ, როგორ ებრძოდა ქართული სახელმწიფო მტერს მათ გარეშე და გაუგებარი პოლიტიკური მიზეზებით მათი ჩართვა იკრძალებოდა. იღუპებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა ისინი ზუგდიდში, ხობში, სენაკში და სხვა ადგილებში იდგნენ მშვიდად, თითქოს არც არაფერი ხდებოდა (იმ პერიოდისათვის დიდი შეიარაღებით), მაგრამ ერთი სურვილით დამდგარიყვნენ იქ სადაც იყო მათი ადგილი, შესაბამისად პირველივე შესაძლებლობის დროს მათ საოცარი ბრძოლისუნარი აჩვენეს ქართულ სახელმწიფოს, ისე რომ რამდენჯერმე საერთო სამეთაურო შტაბმა მათ წინსვლის შეჩერებაც კი უბრძანა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დარღვეულიყო. მაიმუნთსაშენთან „მხედრიონის“ ნაწილებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე საათში გამოცდილმა რუსულმა დესანტის ნაწილებმა დატოვეს პოზიციები და ლაბრის მიმართულებით გაიქცნენ. მხოლოდ ბატალიონ „ავაზას“ ნაწილები (რომლის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშივლი იყო) გამოეთიშენ საბრძოლო ოპერაციას, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ასეთი გააზრებული და ორგანიზებული კონტრშეტევის პირობებში დესანტი და ტყვარჩელის დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და 9 ივლისს გამთენიისას საბოლოოდ შეეცადა სიმაღლე ანუაარხუს დაკავებას, გააფთრებული ბრძოლები ექვსი საათი გრძელდებოდა, თუმცა საჭირო მომენტში ახალ კინდღში განლაგებულმა ქართულმა საარტილერიო ბატალიონმა ზუსტი ცეცხლი აწარმოა დესანტის მიმართულებით. დესანტმა და ტყვარჩელის დაჯგუფებამ ჯამში ორასამდე მებრძოლი დაკარგა ერთ დღეში, რაც ძალიან დიდ დანაკარგს წარმოადგენდა მათთვის. დესანტი კინდღის მიმართულებით შეეცადა გასვლას, თუმცა აქაც კასპის ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა, საბოლოოდ დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით დაიწყო ტყვარჩელის მიმართულებით გადასვლა, რითაც საბოლოოდ დაასრულა ოპერაცია. 11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი გაიხსნა და ქართული ძალების კონტოროლის ქვეშ დაბრუნდა. სხვადასხვა ქართულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ე.წ. ტამიშის დესანტი სრულად იქნა განადგურებული, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, დესანტის მნიშვნელოვანი ძალები მართლაც განადგურდა თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა და შემდგომში სოხუმის აღებისათვის წარმოებულ სექტემბრის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კონკრეტულად მდინარე კოდორის პიკეტში, ხოლო ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რანგის იყვნენ და ჭირდებოდა რუსულ არმიას, მომდევნო სამშვიდობო შეთანხმების დროს გაიყვანეს ტყვარჩელიდან თავისმა დამკვეთებმა. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზებმა სოფელი შრომის დაკავების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები 14 ივლისამდე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს, შედეგად გარდა სოფლებისა კამანი, ახალშენი და შრომა მათ სტრატეგიული სიმაღლეები აპიანდა, იაშტუხარუ და ახბიუკიც დაიკავეს, რითაც ფაქტობრივად ჩრდილო-დასავლეთიდან რკალში მოაქციეს სოხუმი და ქართული ნაწილები, ეს უკვე მათ ძალიან უადვილებდათ საბოლოო საქმეს. ქართულმა მხარემ წინასწარ პროგნოზირებული, დაკარგული პოზიციების დაბრუნების ოპერაციისათვის მზადება დაიწყო, თუმცა დაგეგმილი გაერთიანებული ლაშქრის შეკრება ვერ მოხერხდა, ლოთი ქობალია დესანტის განადგურების, უფრო ზუსტად დესანტის გაფანტვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში, მაგრამ იმ მომენტისათვის მეათეხარისხოვან საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო განაცხადა, რომ მიცემული პირობა მან შეასრულა და თავისი საჯარისო ნაწილებით ისე დაიძრა უკან სამეგრელოში, თითქოს ფსოუმდე ჰყავდა გადარეკილი მტერი, ხოლო ზუგდიდში პომპეუსისეული ზარ-ზეიმით შევიდა. სამაგიეროდ აფხაზებმა საერთო ოპერაციის ფარგლებში წინასწარვე გათვალეს შრომის და ახბიუკის სიმაღლის მიდამოებში მათ მიერ დასაკავებელი პოზიციების გამაგრებისათვის საჭირო საინჟინრო სამუშაოები, ორ დღეში სამუშაოების აუცილებელი ნაწილიც ჩაატარეს და იარაღის მარაგებიც აიტანეს, რაც მათი მხრიდან ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ეს მოახერხეს და საერთოდ მათი სურვილი ქართველებისგან გაეწმინდათ ტერიტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრამიანის ბატალიონის ფეხში მძიმედ დაჭრილმა სარდალმა გალუსტ ტრაპიზონიანმა (რომელიც დღესაც მაღალ თანამდებობას იკავებს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობაში), დაზიანებული ფეხი მოიკვეთა და რამდენიმე საათში საკაცით გააგრძელა გზა თავის რაზმთან ერთად (არსებობს ამ სიტუაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი). ქართულ ნაწილებს ფაქტობრივად ორი კვირა გამუდმებულ ბრძოლებში მოუწიათ ყოფნა შესვენების გარეშე და გამოფიტნენ. ტამიშის მიდამოებში დესანტის მიერ განადგურებული დაჯგუფებების სრული ჩანაცვლება-შევსებაც აუცილებელი გახდა, მინიმუმზე იყო უკვე საბრძოლო მასალების მარაგიც. შეთხელებულმა ქართულმა ნაწილებმა შრომა-კამანის დაბრუნების ოპერაცია 17 ივლისს დაიწყეს. ბრძოლაში ჩაება 23-ე ბრიგადა, ქუთაისის ბატალიონი, ბატალიონი „თეთრი არწივი“ და აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. თავდადებული ბრძოლების მიუხედავად ქართველებმა დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნეს. ბრძოლის ორივე მიმართულებაზე ქართულმა მხარემ 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 800-ადამიანამდე (მშვიდობიანი მოსახლეობა და შეიარაღებული პირები ერთად) დაკარგა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო არამარტო შეიარაღებული ძალებისათვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე იმ მომენტში ბევრად უფრო მომზადებული იყო და უფრო თანამედროვე სამხედრო საშუალებებით გააჩნდა, სულ რაღაც ოცდღიან მონაკვეთში თავად ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 500-მდე ბოევიკი და სეპარატისტი, ჩაძირეს სამი კატარღა, ერთი მცირე ზომის გემი, ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი, გაანადგურეს ათზე მეტი ჯავშანტექნიკა, ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება, მაგრამ გამარჯვებულები საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდნენ! ქართველები ნაალაფარ ჯავშან.ტექნიკაზე რუსეთის გენშტაბმა ოპერაცია „ქარიშხალი 777“-ით დასახული ამოცანა მნიშვნელოვანწილად შეასრულა, ვინაიდან მათ შეძლეს სოხუმის ჩრდილოეთით სანატრელი პოზიციების დაკავება, რაც მათ სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებლად ჭირდებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიმაღლე ანუაარხუს დაკავება და ტყვარჩელის დაჯგუფების სივრცესთან მიერთება, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა (რაც გვაჩვენა კიდევაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაწყებულმა სოხუმის შტურმმა). იმდროინდელი ქართული შეიარაღებული ძალების გარკვეული წარმომადგენლები „ტამიშის დესანტის“ ოპერაციის წარმატებულ ოპერაციად წარმოჩენის მიზნით აცხადებენ, რომ ივლისში აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა სოხუმის დაკავება, რაც არ შეესაბამება რეალობას. სოხუმის დაკავება თეორიულად კი განიხილებოდა აფხაზების შტაბში (სიმაღლე ანუაარხუს დაკავების შემთხვევაში) და რომელიმე აფხაზ საველე მეთაურს შესაძლებელია ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი სოსნალიევი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ გეგმავდნენ ზედმეტ რისკზე წასვლას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებდნენ ქართულ მხარესთან, რომელსაც სამხედროები სათანადოდ გამოიყენებდნენ მომავალი ოპერაციის დასაგეგმად და „შეთახნმების დარღვევის ეფექტით“ კვლავაც სამხედრო წარმატებას მიაღწევდნენ, როგორც ეს გაგრის შტურმის შემთხვევაში გააკეთეს მანამდე და საერთოდ სწორედ შეთანხმების დარღვევის ეფექტი/კომპონენტი განსაზღვრავდა მათ სამხედრო წარმატებებს ომის ყველა ეტაპზე, ამიტომაც მოყვა ვ. არძინბას მკაცრი პროტესტი კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ჩასვლას 1993 წლის ივლისში, რომელიც მათ რეალურ სახეს დაანახებდა მსოფლიოს. დღეისათვის უკვე გახსნილია ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა რუსების და სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, უწყვეტ რეჟიმში მომავალი საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-მომზადება, შემდეგ ნებისმიერი ფორმალური მიზეზის მოძებნა (ცოტა უცნაურია მაგრამ, რასაც აუცილებლად აკეთებდნენ რუსეთის გენშტაბის და არძინბას დავალებით) რათა ქართული მხარე დაედანაშაულებინათ შეთანხმების დარღვევაში და მოულოდნელი თავდასხმა. ცამეტთვიანი ომის განმავლობაში ფაქტობრივად რუსებს და აფხაზებს არც ერთი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ სტანდარტულ საომარ პირობებში (რამდენიმე სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფელი დაიკავეს), მხოლოდ შეთანხმების დარღვევის ეფექტით დაიკავეს გაგრის ზონა, შრომა-კამანი და შემდგომში სოხუმი. ეს უღირსი ბრძოლის წარმოების მეთოდი საკმაოდ გამართულად ამუშავეს სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა კრემლში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ თვლის ქართული მხარე თავს ბრძოლაში დამარცხებულად და არ აღიარებს ომის შედეგებს და სავსებით სამართლიანადაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მოწინააღმდეგე ახლად დაკავებულ ტერიტორიაზე ქართულ მოსახლეობას მანიაკალური სისასტიკით უსწორდებოდა, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ცოცხლად დამარხვა, ბენზინით დაწვა, ორგანოების ცოცხლად მოჭრა, „სკალპის“ ახდა, გაუპატიურება, ცხედრების წაბილწვა და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას წამების გარეშე დახვრეტაც კი სანატრელი გაუხდა. ქართული მოსახლეობის განადგურების შემდეგ აფხაზები მათ სახლებს (ქართველთა კომპაქტურ ჩასახლებებში) წვავდნენ და ანგრევდნენ, „რომ არღარა ეყივლა ქათამსა“ იმ არემარეში. ასეა სრულიად გაუკაცრიელებული დღეს 15-ზე მეტი წმინდა ქართული სოფელი აფხაზეთში (იგივე გააკეთეს მოგვიანებით ცხილვალის რეგიონში, ხელწერა ერთია!). ყველაზე სამწუხაროა, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული ჯარის, უფრო სწორი ტერმინი, რომ ვიხმაროთ მოხალისეთა ლაშქარის შემადგენლობიდანაც იყო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეროვნებით აფხაზების და სომხების (იყო ქართველები მიმართაც შემთხვევები) მიმართ, იყო სასტიკი მოპყრობის და სხვა სახის სამარცხვინო კრიმინალური შემთხვევები, აღნიშნული ფაქტების მასშტაბები და დეტალები ფართო ქართული საზოგადოებისათვის უცნობია და ფაქტობრივად ტაბუირებულია, თუმცა ამჟამად აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას საკმაოდ მწარედ ახსოვს ისინი, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველი ადამიანი დღეს გაიგივებულია მკვლელთან, ფაშისტთან და მათთან კომუნიკაციის მცდელობისას პირველ რიგში სწორედ მსგავს ფაქტებს ასახელებენ და არ სურთ ამ მიზეზით ქართველთან არანაირი ურთიერთობა, ასევე სამწუხაროა, რომ დღემდე არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შედგენილი ურთიერთსანდო სია თუ რა დანაკარგებია ქართულ და აფხაზურ მხარეებზე. ასეთ ვითარებას სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ მზაკვრულად, მაგრამ ეფექტურად იყენებს ქართველთა მიმართ ზიზღის მიზანმიმართულად გასაღვივებლად. მაშინ როდესაც როგორც საქართველოს პროკურატურისათვის ისე სეპარატისტთა არც თუ მცირე წრისათვის, კარგად არის ცნობილი, რომ თუ აფხაზებმა დაკარგეს 1500-2000 უიარაღო მშვიდობიანი პირი, ქართული მხრიდან ყველაზე მცირე 6000 (არსებობს ინფორმაციები 15,000 პირზეც) უიარაღო მშვიდობიანი პირია განადგურებული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ელემენტარული საკითხიც კი ვერ მოაგვარა ქართულმა სახელმწიფომ ამდენი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემდა ერთხელ და სამუდამოდ დაგვედუმებინა აფხაზები და მიგცევა მათთვის სინანულის გამოხატვის შანსი და საშუალება, რომლებმაც ქართველი მეზობლების სახლების დაუფლების მიზნით, საკუთარი ხელითაც კი დახოცეს ისინი, მიისაკუთრეს მათი კერა და ქართველი ბავშვების სათამაშოებით აღზარდეს საკუთარი შვილები. თუმცა ჩვენ ჩვენ ქმედებებზე და ცოდვებზე მოგვიწევს პასუხისგება და აბსოლუტურად ვერაფერი ნუგეშია ის ფაქტი, რომ მათ მეტი დააშავეს! გარდა ნორმალურ აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭებისა, ამავე დროს ის ღირსეული და ნამდვილი მებრძოლი ქართველები, რომლებსაც არაერთი ენითაუწერელი გმირობა ჩაიდინეს, სამწუხაროდ სწორედ ზემოხსენებული ქართველი კრიმინალების გამო არ არიან დაფასებული საქართველოში, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ და ეს ფაქტი ჯაჭვური რეაქციით ძალიან ბევრ სახელმწიფო ფუნდამენტურ საკითხს აზიანებს. მომდევნო კაპიტულანტური შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში გაფორმდა, ოფიციალური დასახელებით „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“, შეთანხმების გარანტად ისევ რუსეთი დარჩა, რაც თვენახევარში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფის წინაპირობა გახდა. სტატიის ავტორი გიორგი გიგინეიშვილი 2020 წ.
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 weeks ago
როგორ დაიწყო აფხაზეთში ომი ? II
აფხაზები, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენათა განვითარებას სამეგრელოში, სადაც სხვადასხვა შეიარაღებულ ფორმირებათა თარეშმა მოსახლეობა აღაშფოთა. სეპარატისტებისათვის ესეც ნამდვილი «მისწრება» იყო. მით უმეტეს, რომ თბილისშიც, ანტიზვიადისტურმა თემამ ძალიან უცნაური ფორმა მიიღო. ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ზვიადისტებმა თითქოს აფხაზებს შესთავაზეს ერთობლივი, მეგრულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნა. ეს ცნობა უმალვე აიტაცა რუსულმა მედიამ. არძინბას უმაღლესი საბჭო ზედიზედ იღებდა გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, კანონებს და აფხაზეთი სწრაფად გამოჰყავდა საქართველოს იურიდიული სივრციდან. მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა: აფხაზეთში ომი საქართველოსათვის კატასტროფას ნიშნავდა. ამას აღიარებდა ქართული პოლიტელიტის უდიდესი ნაწილიც, მაგრამ მდგომარეობა საქართველოში იმდენად არეული და წინააღმდეგობრივი იყო, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად იძულებული გახდა საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა. შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი წერს: ომს ხშირად იწყებენ არა იმიტომ, რომ მისი მოგების იმედი აქვთ, არამედ რაკი სხვა გზა არა აქვთ. ალოგიკურობა და პარადოქსი ამ გამონათქვამში მხოლოდ მოჩვენებითია. აფხაზეთის პრობლემა არც შევარდნაძის ხელისუფლებას შეუქმნია და არც «გამსახურდიას რეჟიმს», მაგრამ ეს პრობლემა შიდაქართული დაპირისპირების ძალიან მძლავრი ფაქტორი გახდა. 1992 წლის აგვისტოსათვის შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ან უნდა შერიგებოდა აფხაზეთის ფაქტობრივ დაკარგვას და მის გამოსვლას საქართველოს იურისდიქციიდან, ან დაეწყო ომი. რამდენიმე წლის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა (პათეტიურ-ბრალმდებლური ინტონაციით): «განა ამ ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა?» სამართლიანი და ობიექტური (უემოციო) პასუხი ამ კითხვაზე ერთადერთია: რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უომრად შეურიგდებოდა იმას, რომ აფხაზეთი აღარ არის საქართველო. ეს კი აბსოლუტურად არარეალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. მით უმეტეს იმ ხელისუფლებისა, რომელიც ძალით მოვიდა და საზოგადოებისათვის თავისი «ეროვნულობის» დადასტურება სჭირდებოდა. ეს ხელისუფლება აფხაზეთის ომს განიხილავდა ლეგიტიმაციის საშუალებად, ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს ნებისმიერ სხვა (თუნდაც არქილეგიტიმურ) ხელისუფლებას ქართული საზოგადოება არ აიძულებდა დაეწყო ომი აფხაზეთის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ომის ინიციატორები იმედოვნებდნენ, რომ ომი სეპარატისტებთან გახლეჩილი ქართული საზოგადოების კონსოლიდირებას გამოიწვევდა. მაგრამ ეს იმედიც მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. არადა, რაოდენ ცინიკურიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი გათვლა, მაღალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნების საზოგადოებაში იგი შედეგს უეჭველად გამოიღებდა. რისკის ფაქტორი აფხაზეთში ომთან დაკავშირებით მაინც იმდენად მაღალი იყო, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმშიც იჩინა თავი აზრთა სხვადასხვაობამ. ედუარდ შევარდნაძისათვის ეს ომი ყველაზე ნაკლებ სასურველი იყო, ვინაიდან მან კარგად იცოდა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას და მხოლოდ მას დაეკისრებოდა. ამით აიხნება ფარული ბრძოლა სახელმწიფო საბჭოშიც, გვარდიის შეყვანა - არშეყვანასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, იმ «სახელმწიფო საბჭოში» წარმოდგენილ პარტიათა უმრავლესობა შემდგომ ტყუილად ცდილობდა პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენას და ყველაფრის «ოთხეულისათვის» დაბრალებას. მათაც შესანიშნავად ესმოდათ საკუთარი ინტერესები: ახლოვდებოდა 11 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში მკვიდრდებოდა სტერეოტიპი «მე აღარცერთ არჩევნებში აღარ მივიღებ მონაწილეობას», ამდენად საჭირო იყო ისეთი ვითარების შექმნა, როცა ხალხს დაავიწყდებოდა ყველაფერი (მათ შორის «ზვიადი») და შეძრწუნებული მივიდოდა არჩევნებზე. ანუ ომი აფხაზეთში განიხილებოდა ერთგვარ «შოკურ თერაპიად» ქართული საზოგადოების გამოსაყვანად შიდა დაპირისპირების მდგომარეობიდან. სახელმწიფო საბჭოში წარმოდგენილი «პოლიტოკრატია» ამას აცნობიერებდა და ეთანხმებოდა თვით მეთოდს, - ოღონდ კი ჩატარებულიყო 11 ოქტომბერს არჩევნები, ჩაშლილიყო ბოიკოტი (მათ შორის სამეგრელოში), არჩეულიყო პარლამენტი და, რაღა თქმა უნდა, თვითონაც შესულიყო იმ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, სულაც არ გახლავთ გასაკვირი, თუ სახელმწიფო საბჭომ დაადასტურა გვარდიის აფხაზეთში შესვლის მიზანშეწონილობა. თუმცა, აქ არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი: როცა სახელმწიფო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ გვარდიის ზოგიერთი ნაწილი უკვე დაძრული იყო აფხაზეთისაკენ. სიგუა-კიტოვანმა ნაცად ხერხს მიმართეს: მათ ფაქტის წინაშე დააყენეს შევარდნაძეც, პოლიტოკრატიაც და საზოგადოებაც. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დაახლოებით ივლისის ბოლოსათვის სიგუა-კიტოვანს აფხაზეთში ომის დაწყება (ზემოთაღწერილი მიზნით) უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. თანაც არა «რკინიგზის დასაცავად», არამედ სწორედ სეპარატისტებთან საომრად. მეორეს მხრივ, აფსუა სეპარატისტებსაც მიეცათ შანსი, როგორიც მხოლოდ საუკუნეში და ათასწლეულში ერთხელ ეძლევათ. ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებდნენ. ამიტომ უდიდესი დემაგოგიაა იმის თქმა, თითქოს «რომ არა აფხაზეთში გვარდიის შეყვანა, ამ ტერიტორიას საქართველო არ დაკარგავდა». მაგრამ კიტოვანის მოქმედებამ საშუალება მისცა სეპარატისტებს, მთელი მსოფლიოს წინაშე დაეფიქსირებინათ: ომი დაიწყო სწორედ საქართველომ 1992 წლის 14 აგვისტოს. ფაქტის ფიქსაციას ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით აფსუები კიდევ უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლიტიკური თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ ძალიან ოსტატურად და ეშმაკურად შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი საქართველოსთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ ყველა პრობლემის გადაწყვეტას, ხოლო «საქართველოს მცირე იმპერიამ» ძალის გამოყენება არჩია და აფხაზეთში ტანკები შეიყვანა. სინამდვილეში მოლაპარაკება მაშინაც ისეთივე ბლეფი იყო, როგორც შემდგომში. არძინბა თანახმა გახლდათ შეხვედროდა შევარდნაძეს, მაგრამ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ სოჭში ან მოსკოვში, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო. ედუარდ შევარდნაძე, ამაზე, რასაკვირველია ვერ წავიდოდა. ზემოთთქმულის მიუხედავად, შევარდნაძეს აფხაზეთში ომის დაწყება ზვიადისტთა ამბოხზე გაცილებით დიდ რისკად მიაჩნდა, მაგრამ პროცესთა მართვის სადავეები უფრო კიტოვან-სიგუა-იოსელიანს ეპყრათ ხელთ - გვარდია და მხედრიონი სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარეს არ ემორჩილებოდა. ტრადიციულად მისი ერთგული პოლიცია კი მაშინ ჯერ კიდევ უმწეო ჩანდა. 13 აგვისტოს, რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. ამ დროს გვარდია (დაახლოებით სამი ათასი შეიარაღებული ადამიანი) ახალციხის დივიზიიდან რუსების მიერ სწორედ მაშინ გადმოცემული 50 მოძველებული ტანკით უკვე დაიძრა აფხაზეთისაკენ. მიტინგზე იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი «დიდი იმედგაცრუება» და ისტერიული აპათია იგრძნობოდა. ლუზა შაკიაშვილი: «მომენატრა მიტინგიიიი. . . ..» მზექალა შანიძე (უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც, 19 აგვისტოს პუტჩის მხარდაჭერის მოტივით, კომუნისტური პარტიის სიით არჩეულ სხვა დეპუტატებთან ერთად გამსახურდიამ შეუწყვიტა უფლებამოსილება): «ის ადამიანები, ვინც ახალ ხელისუფლებას ებრძვიან, ნამდვილად დამნაშავეები არიან და მკაცრად უნდა დაისაჯონ» 14 აგვისტოს, შუადღეს, სოხუმთან უკვე საარტილერიო კანონადა ისმოდა. გვარდიამ დესანტი გადასხა გაგრაში. «ჩვენი კარგი ნაცნობი», გენერალი სუფიან ბეპაევი ქუთაისიდან ურეკავს კიტოვანს: «Желаю успеха». კიტოვანი წყალტუბოში ქეიფობს რუს გენერლებთან ერთად. ამ უკანასკნელთ ოდნავ შესამჩნევად ეღიმებათ. პირველივე დღეს (ანუ 14 აგვისტოს) მხვერპლი ორივე მხრიდან 50-ს აღწევს. ტელეკომპანია РТР-ის კორესპონდენტი (სოხუმიდან): „Примирение уже невозможно после того что произошло. А России надо действовать очень осторожно, чтоб не потерять свои козыри“. საქართველოს სამხედრო შვეულმფრენი სოხუმის (დამსვენებლებით სავსე) სანაპიროს ბომბავს. ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» «ქართული ეროვნების ყველა პირს» მძევლად აცხადებს - გვარდიის გაყვანასა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. Независимая газета კონფედერაციის პრეზიდენტის, მუსა შანიბოვის სიტყვებს აქვეყნებს: «Если нам не будут мешать, мы сломим хребет грузинскому фашизму» ბორის ელცინიც აცხადებს ოფიციალურად: „Мы убеждены в необходимости вывода гвардии из абхазии“. მისი თქმით, «საფრთხე შეექმნა სტაბილურობას უზარმაზარ, მრავალეროვან რეგიონში.» ედუარდ შევარდნაძეს ტელეფონით უკავშირდება ჩრდილოეთ კავკასიის უკლებლივ ყველა რესპუბლიკის ლიდერი და «შეშფოთებით» კითხულობს: რა ხდება აფხაზეთში? ზვიად გამსახურდია დისკრედიტირებულია, ვინაიდან იმყოფება გროზნოში - კონფედერაციის ბუნაგში. აფხაზეთში ომის ინიციატორებს ეს მომენტიც გათვალისწინებული ჰქონდათ: ძნელი გასათვლელი არ იყო, რომ ჩეჩნები უმალვე აღმოჩნდებოდნენ აფხაზეთში, ხოლო «მათთან ჩახუტებული ექსპრეზიდენტისა» და მისი მომხრეების მიმართ ახალი, მართლაც ძნელად მოსაგერიებელი არგუმენტები შეიქმნებოდა. შევარდნაძე იძულებულია თანხმობა განაცხადოს განჯიდან გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე სწორედ იმ 345-ე საპარაშუტო სადესანტო პოლკის გადასროლის წინადადებაზე, რომელიც 9 აპრილს მოქმედებდა თბილისში - ეს რუსული გენერალიტეტის პირველი შურისძიებაა: იგი საქართველოს «დახვეწილ წამებას» იწყებს. ბორის ელცინი მოსკოვში პრესკონფერენციას მართავს. რუსეთის პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილია, მისი სახელმწიფოებრივი კონცეფცია იმარჯვებს - ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები ქაოსში ეფლობიან : «....Я звонил Китовани, я звонил Шеварднадзе....» ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი ეკითხება ელცინს: «ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც თეთრი სახლის დაცვისას ჩვენთან იყო, ახლა უკვე ხელები სისხლში აქვს მოსვრილი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოძმე აფხაზი ხალხისთვის?» სულეიმან დემირელი ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის არძინბას და, ამავე დროს, აკეთებს განცხადებას, რომლითაც აშკარავდება მისი სიმპათია სეპარატისტებისადმი. აფხაზთა მცირე ჯგუფი დემონსტრაციას მართავს ვაშიგტონში, თეთრ სახლთან. მოვლენას იმავე საღამოს ფართოდ აშუქებს რუსეთის ტელევიზია. წარწერა ტრანსპორანტზე: «Шеварднадзе демократ? – вот так шутка!» გაზეთი «Аргументы и факты» გვთხრის: «სოხუმის მაიმუნთსაშენში მაიმუნებს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდათ - ამბობენ ქართველებმა გადასდესო». სერგეი ბაბურინი გუდაუთაში ხვდება არძინბას, შემდეგ კი სოხუმში ქართველ ჟურნალისტს ეუბნება: «Вы разрушили советский союз и хотели спокойно отсидетса, но спокойной жизни у вас не будет». ლეონიდ პარფიონოვი მეორე გადაცემას აკეთებს ციკლიდან «Портрет на фоне». ფილმი მთავრდება იმით, რომ აფხაზეთის თვალწარმტაც სანახებში, ორღობესთან, ღორი მიძუნძულებს. რუსული შოვინიზმისათვის, ყველა ქართველთმოძულე ინტელექტუალის - დემოკრატისა თუ კომუნისტისათვის, სულიერი ზეიმისა და ტრიუმფის ჟამი დადაგა! საქართველოს სიძულვილით, ამპარტავანი «გრუზუნების» (თუ უკვე «გრიზუნების») სამაგალითო, საშვილიშვილო დასჯის წყურვილით ყველანი ერთიანდებიან: მოსკოველი ლიბერალებიდან - რუსულ გენერალიტეტამდე და ჩრდილოკავკასიელ ნაციონალისტებამდე. ნიკა იმნაიშვილი #აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 3 weeks ago
აფხაზეთი _ შეხვედრა წარსულთან (მეტყევეს ჩანაწერები)
აფხაზეთის სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ მემკვიდრეა და გამგრძელებელი იმ ღირსეული საქმიანობისა, რასაც აფხაზეთში წლების განმავლობაში სასახელოდ და ნაყოფიერად ეწეოდა ბუნების დაცვისა და კვლავწარმოების სფეროში აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო მისი დაფუძნებიდან იმ ავადმოსაგონარი 1993 წლის 27 სექტემბრამდე, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა სხვადასხვა, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების დახმარებით ხელში აიღეს ძალაუფლება და ქართველები თავიანთ მიწაზე დევნილებად აქციეს. გაჭირვებაში მყოფი აფხაზეთის ქართველი მეტყევეები ჩაიხუტა დედა თბილისმა, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ყოველგვარი პირობები შეუქმნა ნორმალური მუშაობისათვის. ასეთი რეალობიდან გამომდინარე აფხაზეთის ქართველი მეტყევეები დიდი სიამაყით წარმოთქვამენ დიდი მგოსნის, საქართველოს სახალხო პოეტის— გიორგი ლეონიძის სიტყვებს: „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, როგორც წყალში დგას წნორის ძირები“ ჩვენი მიზანია ამ წერილით, მოგზაურობით დროში მკითხველს და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს მივაწოდოთ ინფორმაცია ბუნების ძირითადი კომპონენტის ტყის შესახებ, შევახსენოთ აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა ტყის დაცვისა და კვლავწარმოების სფეროში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაცია იყო წარსულში მისი დაფუძნების დღიდან, თუმცა, ეს ყველასათვის ისედაც ცნობილია ისტორიის ფურცლებიდან. ჩვენ, აფხაზეთში დაბადებულებს და გაზრდილების უმრავლესობას ერთი წუთითაც არ გვავიწყდება ედემის შესადარი მხარე, სადაც უპატრონოდ მიტოვებულია ჩვენი სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, სადაც დღესაც შრიალებენ ჩვენ მიერ გაშენებული ტყის ახალი ტყე-კულტურები. ჩვენ ვამაყობთ წარსულით და ვცხოვრობთ მომავლის იმედით. ჩვენ გვწამს ჩვენი დიდი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის სიტყვებისა „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“ იმედიანად ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს ძირძველ მიწაზე და ამის იმედს უფრო გვიძლიერებს აქ დაბადებული ბავშვების განწყობაც, რომლის ერთ-ერთი ფაქტია ჩემი 10 წლის შვილიშვილის მოკრძალებული ლექსი, „აფხაზეთი“, რითაც ეს წერილი დავიწყე. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით „ოდაბადეში“ და დედაბუნებაზე შეყვარებული ქართველი და აფხაზი მეტყევეები ძველებურად ხელი-ხელ ჩაკიდებული გავაგრძელებთ დროებით შეწყვეტილ სატყეო საქმიანობას, გავაშენებთ ახალ ტყე-კულტურებს და უფრო დავამშვენებთ ამ კურთხეული მხარის მთასა და ბარს ქართველ და აფხაზ ხალხთა საკეთილდღეოდ. ეს ჭეშმარიტებაა, მიუხედავად იმისა, სჯერათ თუ არა ზოგიერთებს. დიდი შილერი ამბობდა: „ჭეშმარიტება იჩაგრება იმით, რომ ვიღაც მას არ იზიარებს.“ ეს წერილი დამაწერინა უდიდესმა სიყვარულმა იმ პროფესიისადმი, რომელსაც ვემსახურებოდი ჩვენთვის ავადმოსაგონარ 1993 წლის 27 სექტემბამდე აფხაზეთში და ვემსახურები დღესაც. როგორც ბუნების მსახურის, შეყვარებულისა და მოქალაქის დევიზია: „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.“ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ წერილით ჩვენი ტკივილის შემსუბუქებას იმ „დოზით“, როგორც ჩავიფიქრე, როგორც ეკადრებოდა მეტყევეებს და ბუნების მოყვარულთ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია „დავიბრალო“, მთელი ძალისხმევა, პასუხისმგებლობა, ბუნებისადმი სიყვარული, მოფერება და ოპტიმისტური სურვილი ჩავაქსოვე ამაში. მწირი ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, თითქმის მეათე საუკუნიდან ტყეები სახელმწიფოს, ეკლესია -მონასტრების, მებატონეთა, მემამულეთა ხელში იყო. 1921 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში არსებული მთლიანი ტყის მასივი სახელმწიფო და საკოლმეურნეო ტყეებად გამოცხადდა. 1921 წლიდან აფხაზეთის რეგიონში ფუნქციონირება დაიწყო სატყეო უბნებმა. 1930 წელს ტყის მასივები გადაეცა აფხაზეთის კურორტთა მთავარ სამმართველოს. 1931 წელს შეიქმნა აფხაზეთის სატყეო სამმართველო და მას გადაეცა სახელმწიფო ტყეები. 1947 წელს შეიქმნა აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო და მას გადაეცა სახელმწიფო ტყეები. სანამ შევუდგებოდე აფხაზეთის ტყეების ბუნების ოაზისის მიმოხილვას, ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ ტყის შესახებ გამოთქმულ აფორიზმებსა და ბრძნულ აზრებს, რომელთა წაკითხვა ამდიდრებს ნებისმიერი მკითხველის ინტელექტსა და სულს. ტყე კაცობრიობის აკვანი, უნივერსალური ნედლეულის წყარო და უნიკალური გლობალური ფაქტორია, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს ამკვიდრებს. ტყე ბუნების უნიკალური, განუმეორებელი ქმნილებაა, ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წინასწორობის ერთ— ერთი მთავარი ფაქტორი. ტყეზე დიდად არის დამოკიდებული დედამიწაზე ცივილიზაციის თითქმის ყველა სფეროს განვითარება, სიცოცხლის შენარჩუნება და თვით ადამიანის ყოფნა-არყოფნაც კი. ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი. ტყე ღმერთმა მეოთხე დღეს შექმნა. ტყე ედემია, რომელიც კაცს დახურულ გულს გაუღებს, ჯავრს გაუქარწყლებს და სევდას ააშორებს, ის ადამიანის ტკბობის საგანიცაა. ტყე მცენარეთა საზოგადოებაა, სადაც მცენარეები, ცხოველები და გარემო ერთიანობასა და განვითარებაშია. ტყე ბიომრავალფეროვნების ფართო სპექტრით გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების ერთ -ერთი მძლავრი ბუნებრივი ფაქტორია, ამიტომ მას სამართლიანად უწოდებენ სიცოცხლის მწვანე ფილტვებს. ტყე ცოცხალი არსებაა. მწერალი ლევან გოთუა ამბობს: „არა, ტყე მარტო ხეთა სიხშირე არ არის, ისე როგორც ერი მარტო კაცთა სიმრავლე! არსებითაც მეტია და თვითმყოფადი, სამყაროს ნიშანს ატარებს.“ ტყე — ბუნებრივად თვითგანახლებადი რესურსია. ტყე — გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც სიცოცხლისათვის არის საჭირო. ტყე — შთანთქავს ნახშირორჟანგს და წმენდს გარემოს. ტყე — წმენდს ჰაერს მტვრისა და გამონაბოლქვი აირების მძიმე ნაწილაკებისაგან. ტყე — ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ პირობებს ფოტოსინთეზის საშუალებით. ტყე — ყველასათვის ხელმისაწვდომი სიკეთის ერთადერთი წყაროა, რომლისთვისაც ბუნებას გასაღები არ დაუდვია, ამ საუნჯეს იგი ადამიანის კეთილგონიერებას ანდობს, რათა მან იქ სამართლიანი წესრიგი დაამყაროს. ტყის სიკეთის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. დღეს ამით დავკმაყოფილდეთ. ახლა დროა დავბრუნდეთ აფხაზეთში და მიმოვიხილოთ ამ კურთხეული, ნამდვილად უნიკალური მხარის ლანდშაფტის მშვენება, ბუნების ხელთუქმნელი ძეგლი, დედამიწის გვირგვინი, ცხოვრების ელექსირი ტყე და მისი მოვლა-პატრონობით დაკავებული სატყეო სისტემა და მისი მესვეურები. წერილს ვყოფთ თავებად და ვაპირებთ ასე გამოქვეყნებას, რომ მკითხველი არ გადავტვირთოთ ერთდროულად წარსული ემოციებით, გამომდინარე იქიდან, რომ ემოციები ისედაც არ აკლია დროებით გადაადგილებულებს. I თავი 1921 წლიდან 1950 წლამდე II თავი 1950 წლიდან 1970 წლამდე III თავი 1970 წლიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე VI თავი 1993 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლამდე. აფხაზეთის ტყეებს, საქართველოს ტყის ფონდის განუყოფელ ნაწილს, ბუნების ხელთუქმნელ ძეგლს, ლანდშაფტის მშვენებას, დღევანდელი მონაცემებით უკავია 508515 ჰექტარი, რაც მთელი აფხაზეთის ტერიტორიის 58,7% შეადგენს და საქართველოს ტყის ფონდის 17,4% -ია. აფხაზეთის ტყეებს ნაირგვარი სოციალურ -ეკონომიკური დანიშნულება აქვთ (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, სანიტარულ — ჰიგიენური, საკურორტო-გამაჯანსაღებელი, რეკრაციული, სანაკრძალო და სხვა), რომელთა სწორ მართვას ისეთი მთაგორიანი რეგიონისათვის, როგორიც აფხაზეთია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აფხაზეთის ტყეები რაიონების მიხედვით ასეა განაწილებული: გალის რაიონი — 33543 ჰექტარი. ოჩამჩირის რაიონი — 115828 ჰექტარი. გულრიფშის რაიონი — 102307 ჰექტარი. სოხუმის რაიონი — 103328 ჰექტარი. გუდაუთის რაიონი — 89198 ჰექტარი. გაგრის რაიონი — 64311 ჰექტარი. აფხაზეთის სატყეო მეურნეობის კოლექტივი მისი ფუნქციონირების პირველ ხანებში დაკავებული იყო: ტყეების დაცვით უკანონო ჭრებისაგან, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებით, ტყეების დაცვით მავნებლებისაგან, დაავადებებისაგან, შემდგომ პერიოდში დაწყებული იქნა ახალი ტყე-კულტურების გაშენება, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის, ტყის მოვლითი ღონისძიებანი: განათება, გაწმენდა, გამოხშირვა და სანიტარული ჭრები. აფხაზეთში ახალი ტყე-კულტურების გაშენება დაწყებული იქნა 1926 წელს. ტყე-კულტურების გაშენების ობიექტი იყო ძირითადად ტყით დაუფარავი ფართობები, მეჩხერები, დაბალი სიხშირის კორომები და შემდგომ დაემატა ეროზირებული და კოლმეურნეობებისათვის გამოუყენებელი ფართობი. 1926 წლიდან 1940 წლამდე გაშენებული იქნა ახალი ტყე-კულტურები 389,8 ჰექტარზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფართოდ გაიშალა ახალი ტყე-კულტურების გაშენება. 1946 წლიდან 1950 წლამდე გაშენებული იქნა ახალი ტყე-კულტურები 800 ჰექტარზე: ყირიმის ფიჭვი, ჩვეულებრივი ფიჭვი, კაკალი და წაბლი. ამ პერიოდში გაშენებული ტყის კულტურებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: გალის სატყეო მეურნეობის მიერ სოფელ აჩიგვარაში გაშენებული ჭადრის 20 ჰექტრიანი ქარსაფარი ზოლი. ოჩამჩირის სატყეო მეურნეობის მიერ ზღვისპირეთის სატყეოში გაშენებული 20 ჰექტრიანი კვიპარისის ფართობი. გაგრის სატყეო მეურნეობის მიერ ბზიფი-რიწის გზის მე-10 კილომეტრზე გაშენებული სექვოიას და კედრის 2 ჰექტრიანი ფართობი. ახალი ტყის კულტურები გაშენების კლასიკურ ნიმუშს და ცოცხალ ძეგლს წარმოადგენენ. აფხაზეთში ყველა რაიონის სატყეო მეურნეობას ჰქონდა მოწყობილი: სანერგეები და სასკოლო განყოფილებები სანერგე მასალის მისაღებად. 1947 წლიდან დაწყებული იქნა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებანი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტყის იმ უბნებში, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს, ჩატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები: თესლების შეთესვა, შეღობვა და დაკორდებული ნიადაგების გაფხვიერება -აჩიჩქვნა. 1947 წლიდან 1950 წლამდე განხორციელდა ტყის ბუნებრივი განახლების ღონისძიებები 4200 ჰექტარზე. აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო აწარმოებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების: სიმინდი, ჩალა, ლობიო წარმოებას და მათ ჩაბარებას სახელმწიფოსათვის. აფხაზეთის ყველა სატყეო მეურნეობებს ჰქონდათ ფართო მოხმარების საამქროები, სადაც მზადდებოდა: ბრის, თოხის, უროს, ქლიბების, ჩაქუჩის ტარები, ყუთები რაიონების მეციტრუსეებისათვის, პურის ქარხნებისთვის, თოფის კოხდახები, ავეჯის დეტალები, ფიცრები. ამ პერიოდში აფხაზეთში ამოძირული იქნა ათასობით ჰექტარი ტყე, რაც გამოწვეული იყო: ჩაის, მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, თხილის, ფეიხოა და სხვა კულტურების გაშენებით, მოსახლეობის ზრდითა და ქალაქების ეკონომიური განვითარებით. სატყეო მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ამ პერიოდში მუშაობდნენ: ნიკოლოზ ქეცბა, ილია თათარაშვილი, მიხეილ აშუბა, გიორგი ხელაია, იროდი ბერია, შალვა ჯორჯიკია, ნიკანდრო ქორაია, დავით ესებუა, გრიშა კაკუბერი, გალაქტიონ გულბანი, სარდიონ ქირია, მიხეილ არგუნი, შოთა ჩივაძე, სტეფანე ჯიშკარიანი. აფხაზეთის ტყის ფონდის მიმოხილვა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მიერ 1924 -1940 წლებში გაწეული მუშაობის პირველი თავი მსურს დავამთავრო იმით, თუ როგორ გადაარჩინეს გაგრელმა მეტყევეებმა 1942 წელს ბიჭვინთვის კონცხის ღვთით ბოძებული უნიკალური ფიჭვნარები, ბუნების ხელთუქმნელი ძეგლი გაჩეხვას. აღნიშნული კონცხის ფიჭვის კორომებს 104 ჰექტარი უკავია. ბიჭვინთვის ფიჭვნარები საქართველოს ენდემია და სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს, რომელსაც მესამეული პერიოდის ყირიმ — კავკასიის ფლორის რელიქტმა — ბიჭვინთის ფიჭვმა მოუხვეჭა სახელი. აქ აღრიცხულია თითოეული ხე და მათი მდგომარეობა კონტროლსაა დაქვემდებარებული. 1942 წელს მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი. საქართველოს საზღვართან ახლოს, ქერჩის სრუტესთან, მტრის გრიგალისებურ ცეცხლს იგერიებდნენ 224-ე ქართული მსროლელი დივიზიის მებრძოლები. ამავდროულად მტრის ჯალათები, ურდოები კავკასიონის უღელტეხილიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შემოჭრას და არა ერთხელ დაბომბეს სოხუმი. იმ დროს, როცა კავკასიონის უღელტეხილზე გ ფაშისტებთან შეტაკებები მიმდინარეობდა, ერთ-ერთ გენერალს სამხედრო ინტერესებისათვის გაუცია განკარგულება, ბიჭვინთვის ნაკრძალში გაეჩეხათ ტყის მასივი. ამ განკარგულების შესახებ სხვებზე ადრე შეუტყვიათ გაგრელ მეტყევეებს, რომელთაც ძალიან განუცდიათ და დასახმარებლად სწრაფად ეწვივნენ გაგრის რაიონის უშიშროების უფროსს, ბატონ გიორგი (ხუტა) ხუფენიას, რომელსაც გულთან მიუტანია ყოველივე ეს და მეტყევეებისათვის დახმარება აღუთქვამს (1970-1973 წლებში ხუფენია მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროში, ხე-ტყის დამზადების სამმართველოს უფროსად). იგი სასწრაფოდ მისულა მიტროფანე კუჭავასთან (გაგრის რაიკომის პირველი მდივანი. 1970-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის მინისტრად), რომელიც მაღალი სიხშირის ტელეფონით დაკავშირებია საქართველოს ცეკას პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს, რომელსაც ეს ამბავი, როგორც ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრს, ფრონტის სარდლისათვის მოუხსენებია და უთხოვია, მიეღო სასწრაფო ზომები. ფრონტის სარდალს თავის მხრივ სასწრაფოდ გაუგზავნია კომისია და როდესაც კომისიის თავჯდომარეს დაუთვალიერებია ბიჭვინთის ნაკრძალი. მასზე თურმე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია აღნიშნულ ნაკრძალს, რომ უხმია განკარგულების გამცემი ჩინოსანი და მკაცრად გაუფრთხილებია: თუ ვინმე თუნდაც ერთ ხეს მოჭრის ამ ნაკრძალში, ის მას თავისი ხელით თავს წააჭრიდა. აი, ასე დროულად მიღებულმა ინფორმაციამ, შესაბამისად დროულად რეაგირებულმა მოქმედებამ და ბუნების მოყვარულმა ადამიანებმა გადაარჩინეს გაჩეხვას ეს უნიკალური მასივები. ეს ამბავი მიამბო ჩემმა ინსტიტუტის ამხანაგმა, გაგრელმა მეტყევემ, ჭეშმარიტმა აფხაზმა, ბუნების დიდმა ქომაგმა, სატყეო საქმის დიდოსტატმა, საქართველოს დამსახურებულმა მეტყევემ ვლადიმერ ხიშბამ (აფხაზეთის სატყეო მეურნეობის მინისტრი, საქართველოს სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი). ნუგზარ გერსამია. საქართველოს დამსახურებული მეტყევე, ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №73#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
საინფორმაციო სააგანეტო
Tbilisi · 6 days ago
რა ინტერესები აქვს მარგანეცში მამაცაშვილი-ფარცხალაძის კლანს?!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების და სასამართლოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმსხვილეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებით მმართველს უფლებამოსლების ვადა კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი მადნის მომპოვებელ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, სკანდალური და გადამდგარი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ასევე სკანდალური ბიზნესმენის, გია (რიჟა) კაპანაძის, ასევე, სხვათა და სხვათა და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებს კიდევ 3 წლის განმავლობაში დაიცავს. დასაცავი კი ძალიან ბევრია - უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც ჭიათურიდან ყოველწლიურად გაედინება - 600 მილიონი დოლარის ქონება ყოველწლიურად. მაშ ასე: „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითმა მმართველმა უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა და ნიკოლოზ ჩიქოვანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წლის 8 მაისიდან 2023 წლის 9 მაისამდე გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიქოვანი კვლავ განაგრძობს კომპანიაში ერთპიროვნულ მმართველობას. თავად ჩიქოვანს კი (რა თქმა უნდა არაოფიციალურად, მაგრამ რომ მართავენ ყველამ იცის) მართავენ - უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გია (რიჟა) კაპანაძე და ა.შ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 მაისის განჩინების თანახმად (საქმის N 3/3381-17), გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილი შპს ,, ჯორჯიან მანგანეზის" (ს/ნ: 230085797) სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედება იმავე წესითა და პირობებით (მართვა სპეციალური მმართველის მიერ განხორციელდეს ერთპიროვნულად, დამოუკიდებლად და ყველა იმ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია დირექტორის, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების ხელმძღვანელობით და მმართველობით კომპეტენციად. სპეციალური მართვის რეჟიმის განმავლობაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) მართვაში კერძოდ, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაში მონაწილეობა ეკრძალებათ, რაც არ ეხება სპეციალურ მმართველს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ს/ ორგანოს.) სანებართვო/სალიცენზიო ქმედების განხორციელებისა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესასრულებლად, არაუმეტეს 3 წლით, 2023 წლის 9 მაისის ჩათვლით“,- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც „2020NEWS“-ს დაუმალეს, მაგრამ ადვილი მოსაპოვებელი აღმოჩნდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 3 წლის წინანდელი მოთხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებითი მმართველი ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში შევიდა. მოტივი კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული კოლოსალური ზარალი იყო, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენდა. ჩიქოვანი კომპანიაში 14 პუნქტიანი გეგმით მივიდა. თუმცა, რა შესრულდა ამ 14 პუნქტიანი გეგმიდან, არავინ იცი, რადგან ჭიათურის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ კატასტროფულია; ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობით ამ რაიონის მოსახლეობა სამეულში შედის; ჭიათურის რაიონის სოფლები კვლავ გადათხრილია; მადნით დატვირთული ავტომანქანების კოლონები უპრობლემოდ გადაადგილდება ქალაქში; კომპანია გარემოზე მიყენებულ ზარალს კვლავ არ იხდის; იმ სოფლების მოსახლეობას, სადაც მარგანეცი მოიპოვება, სახლებს უნგრევენ და კომპენსაციას არ აძლევენ; შრომის უსაფრთხოების მხრივ, პირველყოფილი თემური წყობილებაა და რაიონიდან ხალხი გამორბის - ყოველდღიურად იმატებს ბოქლომდადებული სახლების რაოდენობა, რადგან სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს აქვს, სიკეთის და კეთილდღეობის ნაცვლად, ამ რაიონის მოსახლეობას აღრჩობს. სამაგიეროდ, მილიონებს შოულობენ დაწინაურებული და აღზევებული პირები, ხშირ შემთხვევაში აღზევებული მდაბიობი. რა წერია 14 პუნქტიან გეგმაში? ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ, ჯერ კიდევ 2017 წელს წარდგენილ სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2017-2020 წლებში შემდეგი ღინისძიებები უნდა განხორციელდეს: დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით; განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები. 2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით; დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი; უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქალაქ ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან. ვინაიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი, „2020NEWS”-მა ლევან დავითაშვილის უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაციის მისაღებად მიმართა: რატომ გაუხანგრძლივდა დროებით მმართველს უფლებამოსილების ვადა კიდევ 3 წლით და რა შეასრულა აღებული ვალდებულებებიდან დროებითმმა მმართველმა, უფრო სწორად კი, გია (რიჟა) კაპანაძის გუნდმა, რომელმაც, „2020NEWS”-ის ინფორმაციით, ჭიათურაში ე.წ. მსხვილი კოოპერატივები შეიძინა და მრავალმილიონიანი ქონების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიფართოვა. გარდა ამისა, სწორედ ეს გუნდი შევიდა ტყიბულის შახტების მართვაშიც გასულ წელს და თერჯოლაში ახალი საწარმოს მშენებლობაც დააანონსა(!!!!!!!!!) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარკვეული ბიუროკრატიული მოთხოვნების მომიზეზებით, „2020NEWS”-მა ვერ მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა გაგვერკვია, რა ბედი ეწია ჭიათურის გარემოს და როგორ შეიცვალა მდგომარეობა ივანიშვილი-მამაცაშვილი-ფარცხალაძე-კაპანაძის იქ მოპოვებული ძალაუფლების და გავლენების შემდეგ. პასუხიც და შედეგიც სახეზეა, თუმცა დავითაშვილის უწყების პასუხს, მისი არსებობის შემთხვევაში, „2020NEWS” დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ და მიაწოდებს ჭიათურის რაიონის მოსახლეობასაც, რომელიც „კოლექტიურ სასჯელს იხდის“ მხოლოდ იმისათვის, რომ ზემო იმერეთის ამ მხარეში დაიბადნენ და მათი მშობლიური მხარე ბუნებრივი წუიღისეულით არის დატვირთული. ჯერ კიდევ 3 წლის წინ, კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანის შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელმა ამერიკულმა კომპანია "Georgian American Alloys"-მა განაცხადა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია, თუმცა ამ კომპანიის წარმომადგენლები ახლა ხმას აღარ იღებენ. როგორც ჭიათურაში ამბობენ - „გარიგდნენ და ერთად ჭამენ“. ვინ რას ჭამს და რამდენს, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ისევე როგორც იმის წარმოდგენაა ძალიან ადვილი, რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება, რას საქმიანობს, როგორ საქმიანობს და „რა სარგებლობა მოაქვს“ გია კაპანაძის ბიზნეს-ჯგუფს ქვეყნისათვის. ერთი საინეტერესო დეტალი: ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემებზე მინისტრი ლევან დავითაშვილი „კრიტიკულად და კატეგორიულად“ საუბრობდა და აცხადებდა, რომ თუ დროებითი მმართველი დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, ის მზად იყო მკაცრი ზომებისთვის მიემართა. ჩვენ ძალიან გვინდოდა მინისტრის პოზიციის მოსმენა ამ „რიტიკული და კატეგორიულ“ პოზიციიდან ერთი წლის თავზე, მაგრამ მინისტრიც და სამინისტრო ახლა ღრმად დუმს!!!! „ჭიათურმანგანუმიდან“ „ჯორჯიან მანგანეზამდე“ ინფორმაციისთვის: ჭიათურის საბადოს ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაიწყო. 1990 წლამდე მოპოვებული იქნა 203 მლნ. ტონა ნედლი მადანი და მოხდა 108 მლნ. ტონა სასაქონლო პროდუქციის რეალიზაცია. 1990 წლიდან მანგანუმის მოპოვება მკვეთრად შემცირდა. “ჭიათურმანგანუმის” პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად, სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში გაიმარჯვა ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა. გარიგების გაფორმებისას, „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი” საკმაოდ ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „სტემკორის“ შვილობილი კომპანია იყო. 2006 წლის ბოლოსთვის „სტემკორმა“ ჰოლდინგის 75% უკრაინულ „პრივატ ჯგუფს” მიყიდა. ეს ჯგუფი საქართველოში „ტაო-პრივატ ბანკის“ მფობელი იყო 2007-2014 წლებში. უკრაინული პრესის თანახმად, ჯგუფი „პრივატი“ ერთ-ერთი ყველაზე დახურული და არაგამჭვირვალე კომპანიაა, მისი დამფუძნებლები იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლუბოვი უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში შედიან. 2013 წელს „პრივატ“ ჯგუფმა „ჯორჯიან მანგანეზი“ (ყოფილი ჭიათურმანგანუმი და ზესტაფონის ფერო) და „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული ვარციხეჰესების კასკადი თავისი ამერიკულ ჰოლდინგზე Georgia American Alloys1-ზე გადააფორმა; თუმცა, ქართულ საზოგადოებას ეს ფაქტი გააცნეს, როგორც საწარმოებში ახალი „მენეჯმენტის მოსვლა“. შესაბამისად, „ახალმა მენეჯმენტმა“ ყველაფერი ცუდი „ძველ მენეჯმენტს“ გადააბრალა და პრობლემების მოგვარების პირობა დადო. სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, 2016 წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედებულიყო ახალი სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი; თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 2017 წლის მაისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ქონებას საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი განაგებს. აშშ-ში რეგისტრირებული Georgia American Alloys Inc. საქართველოში ქონებას ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში (ოფშორში) რეგისტრირებული იმავე სახელწოდების კომპანიის Georgian American Alloys Sàrl-ის მეშვეობით ფლობს. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის თანხმად, ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ არის შპს ჯორჯიან მანგანეზის (230085797), შპს ვარციხე 2005-ის (221297870) და შპს ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის (404414861) მფლობელი. თავის მხრივ, შპს ჯორჯიან მანგანეზი 19 შპს-ს 100% წილის მფლობელია. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიებს შორის 13 - შპს ჯმ 29, შპს ჯმ-კოროხნალი-დევიძეები, შპს გამამდიდრებელი კომპლექსი, შპს ჯმტექნიკასერვისი, შპს ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისის2, შპს ჯმ-კონსტრაქშენი, შპს ჯმ-ვაკეტყე, შპს ჯმ-ცდფ, შპს ჯმ-შუქრუთი, შპს ჯმ-ითხვისი, შპს ჯმ-პეროფი, შპს ჯმ-მაინინგ და შპს ჯმ-ცენტრალური ფაბრიკა - სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაარსდა. #ახალიამბები #პოლიტიკა
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა აფხაზეთში სოხუმის დაცემა: აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს,1993 წლის ივნისში,რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირის მოქნე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარედ. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართლ მხარეს გადაეცა. 16 სექტემბერს,გამთენიისას,რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება „მითი“,თიტქოსდა სოხუმი ისეა გამაგრებული,რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება. 1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე,მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება და ამბობს,რომ მის თვალწინ წარიმართა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე,რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნისმიწურულსგმირობისმაგალითიკიდევერთხელჩაწერასქართველოსისტორიაში. მზაკვრული ზავი აკაკი გასვიანი: „ქართულმა მხარემ კარგად იცოდა,რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნოდბა არ შეიძლებოდა. ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით,თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები..ვისი ბრძანებით?-დღესაც უცნობია. შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთან გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო. მდგომარეობა გართულდა. ზედიდეზ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს,დილის 9 საათზე,მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: „მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით“. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 „ავღანელი“ მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო,გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ უშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა. დაბომბვა კვლავ განახლდა. გუისთაზე ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინათ თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას,უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით- სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ,მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭრდა. სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა.“ იერიში მთავრობის სახლზე „დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ომოც წუთს გაგრძელდა. დღის პირველ საათზე,როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა,კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”. “გავდივართ!” ...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება). როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!” აკაკი გასვიანი: “ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე. ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ “ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: “არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს. მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!). ბოლო “ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: “ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა “ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს. ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი “ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, “ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა... ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო... უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ! “შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...” "უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული “სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა! აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი. ისმის კითხვა - ჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ? საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”. პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, - რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძე... რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან. შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა? აკაკი გასვიანი: “შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან). 12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს). 26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა." სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: “დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“ საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”. წყარო:blogpost.com#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 2 weeks ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 14 hours ago
"კაი ბიჭის" მენტალიტეტი ახალგაზრდებში.
,,ქურდი ვარ’’ - სულ რამდენიმე წლის წინ ეს ფრაზა ახალგაზრდებში, მოზარდებში პოპულარული იყო და თუ მართლა ქურდული მენტალიტეტი გქონდა, საქმეებს კარგად ,,არჩევდი’’ - კაცი იყავი და დაფასება გქონდა. წინა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის იყო არასრულწლოვნებში კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური ხერხების დანერგვა. მიიჩნევა, რომ „ძველი ბიჭის“ ინსტიტუტი ახალგაზრდა ადამიანის კრიმინალად ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველია. იმისთვის, რომ ,,ქურდული მენტალიტეტი’’ ისევ არ იქცეს საამაყო ფაქტად ახალგაზრდებისთვის, აუცილებელია, მათ ცნობიერებაზე ბაღის, სკოლის ასაკიდან დაიწყოს ზრუნვა მომვლელმა თუ მასწავლებელმა. საინტერესოა, ამ მხრივ რა მდგომარეობაა დღეს. რას გვაჩვენებს ახალგაზრდებში ძალადობის სტატისტიკური მაჩვენებელი და რას აკეთებს სახელმწიფო ახალგაზრდებში ძალადობისადმი ჯანსაღი შეხედულებისა თუ დამოკიდებულების დასანერგად? საკითხის გავრცობამდე მოკლედ განვიხილოთ რას ნიშნავს ქურდული სამყარო? და როდის შეიქმნა ის: ქურდული ინსტიტუტის ჩამოყალიბების ზუსტი დროსა და ადგილის შესახებ თანამედროვე კრიმინალისტიკას ცალსახა პასუხი არ გააჩნია. მკვლევართა ნაწილი კანონიერი ქურდების წინამორბედებად ე.წ. ჟიგანებს მიიჩნევს. თუმცა, ყველაზე სარწმუნო ვერსიად, სტალინის რეჟიმის მიერ კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ხელოვნურად შექმნა არის მიჩნეული. მასობრივი რეპრესიების პირობებში, საკონცენტრაციო ბანაკები პატიმრებით იყო გავსებული და ბუნტისგან თავის დასაღწევად, საჭირო იყო პატიმართა შორის დიდი ავტორიტეტის მქონე არაფორმალური ზედამხედველის არსებობა. ქურდულ სამყაროს მკაცრად განსაზღვრული დაუწერელი კანონები და იერარქია გააჩნია. იერარქია მოქმედია, როგორც სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების შიგნით, ასევე მათ ფარგლებს გარეთ. არსებობს ასევე ქურდული იდეოლოგია, რომელიც პუნქტებად მოიცავს მის მიმდევრებში აუცილებლად გასათვალისწინებელ ქცევას: ქურდული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარყოფა. ქურდული ტრადიციების მიმდევარს არც ერთი დღე არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი საჯარო სამსახურში, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი გადასახადი, არ უნდა იყოს ნამსახურები ჯარში, არ უნდა სცემდეს პატივს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა ატრიბუტიკას. ყოველივე ამის ერთობლიობა, მძლავრ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს ქმნის. 23 წლის დათო გიგაური მიიჩნევს, რომ ქურდული მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდები მრავლად არიან და გავლენას ახდენენ სხვებზე. ,,ქურდულ მენტალიტეტს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს წლების წინ ჩამოყალიბებული ჭირია, რომელიც ვერა და ვერ მოშორდა. ეს უფრო კომუნიზმის ეპოქაში დაბადებული მენტალიტეტია, რომელსაც დაუფიქრებლად ბაძავენ. ეს გავლენა აღარ არის, ეს მიბაძვაა. 90-იანებში ჰქონდა დიდი გაბრწყინება და დღემდე იქნევს კუდს. იმედია, მალე მოვიშორებთ ამ ჭირს’’ - აღნიშნავს დათო. რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოზარდზე, როდესაც მას მიდრეკილება უჩნდება კრიმინალისკენ, დანაშაულის ჩადენისაკენ? ამ საკითხზე პიროვნების ფსიქოფიზიკური და სოციალური პოტენციალის ჰარმონიული განვითარების ცენტრის "ინსაითი" ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა საკუთარ მოსზრებას აყალიბებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოზარდის გარშემო არსებული სოციუმი და მათი ქცევა, რადგანაც მოზარდის ქცევა შემდგომში მათი მოქმედების ანარეკლია: ,,ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია, ვთქვა, ამ ასაკში რწმენა–შეხედულებისა და პიროვნული ღირებულების როლი უფრო ძლიერი და წონადია, ვიდრე გარემოში არსებული საფრთხე. ამავე დროს არსებობს კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნების ცნებაც, სადაც არსებობს შიდა წეს–ჩვეულებები, ღირებულებები, ლიდერი და სხვა საინტერესო ასპექტი’’. როგორც ის აღნიშნავს, მოზარდმა შეიძლება ჯგუფის დასანახად, ყველას თვალწინ „გამოიჩინოს“ „გმირობა’’ და გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელს სკამი ესროლოს. ეს ყველაფერი მის მიერ ოჯახში დანახულის განმეორებაა. იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულებაა საჭირო დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისადმი, ის განმარტავს: ,,ბიოლოგიური მომწიფების პერიოდი მოზარდისთვის ერთ-ერთი რისკფაქტორია, რომელმაც შეიძლება, განაპირობოს საზოგადოებრივი ნორმების დარღვევა და თუ ამასთან ერთად მოზარდს არ აქვს ძლიერი სოციალური მხარდაჭერის, ანუ ოჯახში თბილი და დადებითი ემოციური გარემოს, თვითრეალიზების საშუალება, ეს ყველაფერი დევიაციური ქცევის წისქვილზე მეტ წყალს ასხამს. თუ, მაგალითად, სკოლის ფსიქოლოგმა აღმოაჩინა, რომ მოზარდს აქვს ასეთი ქცევისკენ ტენდენციურობა, ასეთ დროს ჩარევა აუცილებლად რბილი და ფრთხილი უნდა იყოს’’ - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა. მისივე თქმით, არსებობს ისეთი ტიპოლოგიებიც, როდესაც მოზარდი თამაშობს ,,ძველი ბიჭის’’ როლს, თუმცა, შინაგანად სულ სხვა ადამიანები არიან. ასეთ დროს მოზარდთან კონტაქტის დასამყარებლად აუცილებლად მიიჩნევს საკითხის პროფესიულად ცოდნას. საინტერესოა, ასეევე ფსიქოლოგის რჩევა იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცეს საზოგადოება და სახელმწიფო დევიანტური ქცევისკენ მიდრეკილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს: ,,ეს ძალიან დიდი საქმეა, სადაც მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული, სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს თემის შესახებ საჭირო ცოდნა. რადგან თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ამასთან ერთად იცვლება ღირებულებები, წეს-ჩვეულებები და რწმენა-შეხედულებები. სახელმწიფო, სამთავრობო დონეზე უნდა შეიქმნას ადამიანის ჯანსაღი ცნობიერებისა და ჰარმონიული ზრდის სტრატეგია, რომელიც თავის საქმიანობას სამშობიაროდან დაიწყებს, ყურადღებას გადაიტანს საბავშვო ბაღებზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებზე“. საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბრის „საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის“ დამტკიცების შემდეგ საჯარო სკოლებში „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ტარდება. სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის საფრთხეების შესახებ მოზარდების სამართლებრივი ინფორმირება. ,,მოსწავლეების მხრიდან სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, სამართლებრივი ვალდებულებისა და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების სწორად გააზრებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით, „სამართლებრივი კულტურის“ სწავლება 2008 წლიდან მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში ხორციელდება. ამ მიზნით, გადამზადდნენ, როგორც მასწავლებლები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. მოსწავლეებს გაკვეთილებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კონსულტანტ-სამართალდამცველთან ერთად უტარებს და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს სცემს’’ - განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პრესცენტრის მთავარი სპეციალისტი ლალი როზომაშვილი. მისივე თქმით, პროექტის მეორე ნაწილი 2010 წლიდან მე-7 კლასში სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და „სამართლებრივი კულტურის საწყისების“ 14-საათიან კურსს მოიცავს. კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს გაკვეთილს მანდატურთან ერთად უტარებს. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 10 სკოლის მანდატური სპეციალურად გადამზადდა და კურსის პილოტირება განხორციელდა. „სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლება მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, სადაც განიხილება ის რეალური მაგალითები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველები არასწრულწლოვნებთან მიმართებაში აწყდებოდნენ. კურსი მოიცავს ასევე ექსკურსიებს სამართალდამცველ სტრუქტურებში, რათა მოზარდებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რა საქმიანობას ეწევიან დანაშაულის გამოვლენის კუთხით’’ - ამბობს ლალი როზომაშვილი. მისივე თქმით, მე-7-9 კლასების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსები - მოსწავლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის მეთოდური წიგნი უკვე ხელსმისაწვდომია. სახელმძღვანელოები აიტვირთება ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ნებისმიერი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. იმისათვის, რომ გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს როგორი ტენდენციით იკლებს ან იმატებს დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა ახალგაზრდებში ბოლო 2 წლის განმავლობაში და როგორია განსხვავება წლების მიხედვით, გთავაზობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას ტერიტორიულ დანაყოფებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს 2012-2013 წლების 11 თვის მიხედვით. 2013 წლის განმავლობაში სულ ჩადენილია - 26 628 დანაშაული, რაც 8 492-ით ნაკლებია 2012 წელს დაფიქსირებულ ჩადენილ დანანაშაულთან შედარებით. 2012 წლისგან განსხვავებით მაღალია 2013 წელს ჩადენილი დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი. ახალგაზრდების მიერ 2013 წელს ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა ყველა პუნქტში შემცირებულია 2012 წელს ჩადენილი დანაშაულისგან განსხვავებით. ყველაზე მძიმე დანაშაული - მკვლელობა 14 ერთეულითაა შემცირებული. ამის შემდეგ კი შესამჩნევადაა შემცირებული გაუპატიურება და ხულიგნობა. ყველაზე დიდი ერთეულითაა შემცირებული თაღლითობა. 2012 წელს დაფიქსირებული თაღლითობის რაოდენობაა 2 036, ხოლო 2013 წელს ის 870-ს უდრის. 7 ერთეულითაა გაზრდილი ყაჩაღობა, 2012 წელს დაფიქსირებულია ყაჩაღობის 8 ფაქტი. გაზრდილია ასევე ბინის გაქურდვის ფაქტი. 2012 წელს ის შეადგენდა 1 226 ერთეულს, 2013 წელს კი დაფიქსირებულია ბინის გაქურდვის 1 596 ფაქტი. სტატიის ავტორი : ლალი შენგელია
Gi Ga
Tbilisi · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8