აპრილის ბოლოს 1 000-დან 1 200-მდე ინფიცირებული გვეყოლება – ამირან გამყრელიძე

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ელოდებიან, რომ აპრილის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 000-დან 1 200-მდე გაიზრდება. მისი თქმით, არავის სურს მიიღონ გეომეტრიული პროგრესია, ამიტომ ითხოვენ რეკომენდაციების დაცვას. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 350-დან 400-მდე გაზრდას ელოდებიან. მისივე თქმით, აპრილის ბოლოს 1 200-მდე ინფიცირებულს ელიან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 196-ია. გარდაიცვალა 3 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა – 46. კარანტინის რეჟიმში 4 674 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.
0