კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსნის დედა, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა, ამჟამად „თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია“ მოთავსებული.
ინფიცირებული ქალი ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში ამბობს, რომ ვირუსის ნიშნებით სახლში ორი დღე გაატარა.
„ჩვენს სადარბაზოში ყველას გავაგებინე, რომ მამაჩემს კორონავირუსი ჰქონდა.
დავრეკე გამგეობაში სადარბაზოს დეზინფექცია ჩაატარეთ-მეთქი, მაგრამ არ მოვიდნენ, მითხრეს არ გვაქვს საჭირო ხსნარები და დეზინფექციას ვერ ჩავატარებთო.
სახლში იყავით, იმკურნალეთ უბნის ექიმთანო. სასწრაფო არაერთხელ გამოვიძახე, მაგრამ არ მოვიდნენ. მერე ვუთხარი, ტაქსს გამოვიძახებ და წავალ ინფექციურში-მეთქი“, – ამბობს სტიქაროსნის დედა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი დაინფიცირდა.
სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპამდე“, - ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.