ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა პირველად გამოვლინდა.
სახიფათო ვირუსი გუდაუთის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ერთ-ერთ პაციენტს დაუფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
შეგახსენებთ, აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 86 ადამიანს ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ COVID-19-ით ინფიცირებული ქალბატონი გადმოიყვანეს.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#სტატისტიკა
#სიახლე
#საქართველო
#coronavirus
#georgia
#statistics