წლები გადის მაგრამ გენიალური კოკო შანელი მაინც ხალხის ეტალონად რჩება.დღემდე უამრავი ადამიანი ითვალისწინებს მის რჩევებს და ბევრისთვის მისი გამონათქვამები ცხოვრებისეულ ფრაზებადაა ქცეული.
ჩემთვის კოკო არის მებრძოლი, გაბედული ქალის იდეალი რომელიც ყველა ქალში ცოცხოლობს. ახლა კი გთავაზობთ მის გამონათქვამეებს და რჩევებს რომელიც საკმაოდ ცხოვრებისეულია.
* სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი”
* ”თუ ქალი ლამაზი არ არის, ესე იგი სულელია”
* ”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის”
* ”ქუდები ქალისგან ნამდვილ ლედის ქმნიან”
* ”ღამის თევა საკუთარი თავის არდაზოგვას ნიშნავს, პირადად მე 12 საათის შემდეგ, ძილის გარდა არაფერი მაინტერესებს
* ”თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული”
* ”ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი“
* „მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება…“
* „მოდა იცვლება, მაგრამ სტილი რჩება“
* „მე არ ვქმნი მოდას, მე ვარ მოდა.“
* „ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ძვირფასეულობა სიღარიბის საწინააღმდეგოა. არა. ის ვულგარულობის საწინააღმდეგოა.“
* ”სად უნდა დავისხათ სუნამო”? – ახალგაზრდა ქალმა მკითხა. ”ნებისმიერ ადგილას სადაც გინდა, რომ გაკოცონ”
* „საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება.“
* „მოდას აქვს 2 დანიშნულება: კომფორტი და სიყვარული. სილამაზე მოდის მერე, როდესაც მოდა წარმატებას აღწევს.“
* „ლამაზი კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის აუციელბლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე.“
* „გოგონა აუცილებლად უნდა იყოს 2 რაღაც: ელეგანტური და არაჩვეულებრივი.:
* „თუ გინდათ იყო უბადლო, აუცილებლად უნდა იყო განსხვავებული.“