რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

ByM.m.m.Georgia
0
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, პარაგვაის ციხე დატოვა. ამ ეტაპზე ის სასტუმრო ასინსიონაში შიდა პატიმრობაში დარჩება. რონალდინიომ საპყრობილეში ერთი თვე გაატარა - 22 მარტს ის 40 წლის იუბილეს სწორედ ციხეში შეხვდა. შეგახსენებთ, 2018 წელს რონალდინიომ ბრაზილიაში ბიზნეს დანაშაულის გამო დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა, რის გამოც მას ბრაზილიის პასპორტი ჩამოერთვა. ამჯერად ბრაზილიის ნაკრების ყოფილი შემტევი ძმასთან ერთად ყალბი საბუთებით პარაგვაის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია.
#რონალდინიო
#ფეხბურთი
#პარაგვაი
#ბრაზილია
#სპორტი
#ციხე
#ronaldinho
#football
#paraguay
#brazil
#sport
#news
ByM.m.m.Georgia
0