როდის შენელდება პანდემია?!

0
როდის დასრულდება პანდემია – ამის შესახებ ასტროლოგები თავიანთ ვარაუდს გამოთქვამენ. ასტროლოგების უმრავლესობა ჯერდება იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემია უბრალოდ არ დაწყებულა. ნაკიანი 2020 წელი სიურპრიზებს ამზადებს, დიდწილად, სამწუხაროს, და ახალი დაავადების გამოჩენა – ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. ასევე არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ შავი მთვარე, ლილიტი. ესაა ასტროლოგიური ტერმინი, რომელიც ცრუ, ფიქტიურ პლანეტას აღნიშნავს. ეს პლანეტა ახასიათებს ყველა იმ უწესო, არაეთიკურ და ამორალურ საქციელს, რომელიც წარსულ ცხოვრებაში ჩაგვიდენია. ლილიტი, ანუ შავი მთვარე – ასტროლოგიაში ესაა ენერგეტიკული ვარდნა, რომელიც მძლავრად და ხარბად ისრუტავს პლანეტის ყველაფერ საუკეთესოს. ის იკვებება პლანეტების ენერგიით, მაგრამ მაინც ვერ „ძღება“. შავი მთვარის გავლენამ ვერძის თანავარსკვლავედში გააძლიერა ნაკიანი წლის ენერგეტიკა, რაც განაპირობებს პრობლემებს მთელ მსოფლიოში ყველა ფრონტზე: ეკონომიკური კრიზისი, დაძაბული ვითარება მთელ მსოფლიოში, კონფლიქტები სახელმწიფოთა შორის და, როგორც კანონზომიერი შედეგი – ახალი ვირუსული დაავადების პანდემია. დაავადების გავრცელებას ასტროლოგები ასევე ვირთხის წელსაც უკავშირებენ. სწორედ მღრღნელები ავრცელებენ უამრავ დაავადებას და კავშირების გამოვლენა საკმაოდ იოლია. ნაკიანი ვირთხის წელიწადი, შავი მთვარე, პლანეტების მრავალრიცხოვანი და არამეგობრული ასპექტები – ეს ყველაფერი გახდა მიზეზი ახალი და მასშტაბური კატასტროფისა, რომლის დასასრული ჯერ არ ჩანს. როდის შენელდება პანდემია?! დაავადების გავრცელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გაზრდილ მოსახლეობაზე და ადამიანების უნარზე, ადვილად გადაადგილდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვითარება არცთუ სახარბიელოა. ციური სხეულების გავლენა და ნაკიანი წლის ენერგეტიკა კაცობრიობას დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ უგზავნის, თუმცა, შესაძლებელია რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ასტროლოგები თითოეულ ადამიანს მოუწოდებენ, ყურადღებით იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ასტროლოგების განცხადებით, კორონავირუსის პანდემია, რომელმაც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო მოიცვა, აპრილის ბოლოს მინელდება, ხოლო უკვე მაისში ვითარება მოგვარდება. ამასთან, დაავადების გავრცელება შემოდგომაზე გაგრძელდება, როდესაც საზღვრები კვლავ გაიხსნება. თუმცა, არის მოსაზრებაც, რომ შემოდგომისთვის ბევრი გადაიტანს ამ ვირუსულ დაავადებას მსუბუქ ფორმაში და გარკვეულ იმუნიტეტს შეიძენს, ხოლო მეცნიერები და ექიმები დაავადების ახალ ტალღასთან დაპირისპირებას შეძლებენ. ასტროლოგები მიიჩნევენ რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ამჟამად ადამიანებზე მოქმედებს, ესაა შავი მთვარე. მისი ენერგეტიკა ძალზე ძლიერი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მთელი 2020 წელი დიდი სიფრთხილით უნდა გავატაროთ. ?????
0