Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 20-ით გაიზარდა

0
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 20-ით გაიზარდა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 208-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362 პირი. ცნობისთვის, უკვე გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#მონაცემები
#კარანტინი
#tbilisidaily
0