ხელოვნური სელექცია ანუ ეპიდემიის დროს საფიქრალი

0
საუკუნეების მანძილზე ხდებოდა სქესის ნიშნით ხელოვნური სელექცია; ანუ ყველა გადამწყვეტ სფეროში:პოლიტიკა, განათლება, ვაჭრობა- ქალებს არ ჰქონდათ მონაწილეობის უფლება. ჩავატაროთ ექსპერიმენტი: დავუშვათ მათემატიკის ინსტიტუტში მიღების კრიტერიუმი იყოს: ქერა, მწვანე თვალება თანამშრომლები. სხვა თმის და თვალის ფერის თანამშრომლები უბრალოდ არ დაიშვებიან. ერთი საუკუნის შემდეგ როგორ ფიქრობთ ვინ იქნება ცნობილი პროფესორი, დოქტორი, მეცნიერი?ანუ წარმატებული მათემატიკოსი?-აუცილებლად ქერა და მწვანე თვალება; ეს არის ხელოვნური სელექცია; სწორედ ასეთ უსამართლო პირობებში უწევდათ ქალებს არსებობა საუკუნეების განმავლობაში; ასე რომ როცა დასვამთ კითხვას: თუ რატომ არ გვყავს ისეთივე რაოდენობით წარმატებული მწერალი, მხატვარი, მეცნიერი ქალი, გახსოვდეთ ხელოვნური სელექცია. ამგვარი კორელაციების გააზრება აუცილებელია წინსვლისთვის.
#ეპიდემიისდროსსაფიქრალი
0