წიგნი: თაგვებსა და ადამიანებზე განხილვა

0
ავტორი: ჯონ სტაინბეკი ? ამ წიგნის კითხვა მატარებელში დავიწყე.ეს არის წიგნი, რომელმაც რამდენიმე საათი სრულ მღელვარებაში გამატარებინა.წიგნში არის საუბარი ოცნებებზე , მისწრაფებებზე, განსხვავებულ პიროვნებათა ფასეულობებზე.პირველივე თავიდან იგრძნობთ თუ როგორ ახლოს არის მწერალი მკითხველთან. წერის სიმარტივე და ამავე დროს, საკმაოდ ღრმა აზრი იჩენს თავს. ? წიგნი თითქოსდა სრულიად არის აგებული ორ პერსონაჟზე- ჯორჯსა და ლენზე, თუმცა წიგნში მოქმედი ყველა პერსონაჟი გვიჩვენებს საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებას.ნაწარმოებში ჩანს მისწრაფება თავისუფლებისკენ ყველა იმ პერსონაჟის მხრიდან, რომელიც წიგნში არის მოცემული.მწერალი სრული სიზუსტით ასახავს დიდი დეპრესიის პერიოდს. თქვენ შეგეძლებათ ემოციურად იგრძნოთ თუ როგორი იყო დიდი დეპრესიის პერიოდი უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც განსაცდელისთვის იბრძოდნენ. თაგვებსა და ადამიანებში შეხვდებით რამდენიმე საინტერესო პერსონაჟს . ?პირველი მათგანი ჯორჯია.ჯორჯი ყოფით პრობლემებზე მაღლა მდგომი პიროვნება არის, რომელიც მის თანამეგზურ ლენისთან ერთად იზიარებს ოცნებას საკუთარი ქოხის, კურდღლების მოშენებისა და სრულ ქაოსში სიმშვიდის პოვნისაკენ.მისი აზრით, ყველა მარტოსული ადამიანის ცხოვრება აზრსმოკლებულია. მისთვის ფასეულია მეგობრობა, თანაგრძნობა , თუმცა მას უწევს სიმკაცრის გამოჩენა ლენისთან ურთიერთობისას, რადგან ამით უსაზღვროდ თავისუფალ ლენის იმ სოციუმისთვის დაწესებულ საზღვრებს უდგენს. ?მეორე საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი არის შავკანიანი კრუქსი, რომელიც ყოფითად სრულ ანტისანიტარიაში ცხოვრობს არის რასიზმის მსხვერპლი. მას არავინ ესაუბრება და მისი მთავარი ნატვრაც ეს არის. იგი ბევრს კითხულობს და საკმაოდ ღრმადაც ფიქრობს. მისი აზრით ოცნება თავისუფლებისთვის ყოველთვის მხოლოდ ოცნება იქნება, ხოლო ყოფითი რეალობის რეალური აღქმა უფრო პროდუქტიული , თუმცა მასშიც ვხედავთ ცვლილებას. წამიერად იგიც ხდება იმ ოცნების ნაწილი რომელსაც ჯორჯი და ლენი იზიარებენ, თუმცა, მალევე ბრუნდება მკაცრ რეალობაში, რომელიც ოცნების საშუალებასაც კი არ აძლევს მას. ასობით ადამიანი შემხვედრია.მოდიოდნენ და მიდიოდნენ და უკლებლივ ყველა მიწაზე ოცნებობდა.მაგრამ ეგ ოცნება არცერთს ასრულებია.სამოთხესავითაა.ყველას უნდა მიწის პატარა ნაწილი, რომ შეხვდეს.აქ უამრავი წიგნი წავიკითიხე.ვერავინ ვერასდროს ვერც სამოთხეში ხვდება და ვერც მიწას იღებს.უბრალოდ ოცნებობენ.გაუთავებლად ლაპარაკობენ ამაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა. /კრუქსი/ წიგნში შეხვდებით ღირსეულ თუ უღირს პიროვნებებს.აქ თქვენ სრულად აღიქვამთ იმ დროის ყველა თავისებურებას. აღიქვამთ უბრალო ადამიანთა ცხოვრებას და გართობას. თქვენ შეძლებთ გახდეთ თითოეული პერსონაჟი , რადგან მწერალი გვიტოვებს სივრცეს ყველა პერსონაჟის პიროვნებაში.წიგნის დასასრული კი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. შესაძლოა თქვენ მიერ წაკითხულ წიგნებს შორის ერთ-ერთი გასაოცარიც.?
0