საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

0
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 208 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375 მოქალაქეა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#გამოჯანმრთელებული
#tbilisidialy
0