იტალიას სიცოცხლე უბრუნდება

0
იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ბოლო 24 საათში დაიმფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით კორონა ვირუსით 24 საათში 880 ადამიანი დაინფიცირდა. შედეგად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1555 ადმიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3, 792 ადამიანი რჩება, რაც გუშინდელთან შედარებით 106-ით ნაკლებია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი იტალიაში სულ 17 127 ადამიანია გარდაიცვლილი, ხოლო დაინფიცირებულია რაოდენობა 135, 586-ს შეადგენს.
#იტალია
#coronavirus
#italy
#headline
0