ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტი მკურნალობს

0
დღეს ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიიდან რამდენიმე პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშის კვლევის შედეგები მოვიდა, რომელთაგან ორი დადებითია. ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, ერთი პაციენტის წყარო კლინიკაში ამავე დიაგნოზით მოთავსებული პირია. მეორე ახალი პაციენტი კი რეგიონის მკვიდრია და მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ის შიდა გადაცემით დაინფიცირდა. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტი იმყოფება. მათ შორის არის კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის წყაროც დაკარგულია.
#კორონავირუსი
#ინფექციურისაავადმყოფო
#kutaisidaily
0