მსოფლიო და COVID-19: ვირუსისგან უკვე 300 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

0
302 465 გამოჯანმრთელებული, 82 155 გარდაცვლილი და მილიონ 435 ათასამდე დაინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის ბოლო მონაცემები. Worldometr-ის თანახნად ამჟამად ვირუსის მილიონ 50 ათასამდე აქტიური შემთხვევა დასტურდება. ყველაზე მეტი ინფიცირებული შეერთებულ შტატებს ჰყავს, სადაც პაციენტა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობამ ამერიკაში ბოლო მონაცემებით 12 857 შეადგინა. ფატალური შემთხვევებით ევროპა კვლავ რჩება COVID-19-ის ეპიცენტრად, თუმცა რიგ ქვეყნებში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. ახალ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცვხი კლებულობს იტალიასა და ესპანეთში. ესპანეთის პრემიერის თქმით მთავარმა პიკმა უკვე ჩაიარა და ქვეყანა კორონავირუსისთან ბრძოლის ახალ ფაზაში შედის. შემთხვევების კლებას ელოდებიან დიდ ბრიტანეთშიც. ქვეყნის წამყვანი აპედემიოლოგის ნილ ფერგიუსონის თქმით ახალი ინფიცირებულების რიცხვის კლების შემთხვევაში, კარანტინის წესების შემსუბუქუქება უკვე მაისში იქნება შესაძლებელი.
#politics
#news
#coronavirus
0