5 votes
1 comments
0 shares
Save
5 views
Irakli Usanetashvili
Batumi · 1 year ago

წარმატებები


Irakli Usanetashvili
Batumi · 1 year ago
Similar Posts
Irakli Usanetashvili
Batumi, Georgia · 1 year ago
წარმატებები
Irakli Usanetashvili
Batumi, Georgia · 1 year ago
ბათუმში რა საინტერესო პაბები და ბარებია, შაბათის საღამოს გასატარებლად?
Irakli Usanetashvili
Batumi, Georgia · 1 year ago
ha ha
Zugdidelebi. Ge
Batumi, Georgia · 3 weeks ago
გაიცანით შალვა გორდულავა „დედა ჯვარიდან“
გაიცანით შალვა გორდულავა „დედა ჯვარიდან“ კატეგორია: ბლოგითარიღი: თებერვალი 25, 2020 შალვა (შაკო) გორდულავა ჯვარელია,- „დედა ჯვარიდან“ ვარო, მეთორმეტეკლასელია, გამშვენებული სანთლების ოსტატი. თუმცა რისი ოსტატი არ არის? ქარგავს, ხატწერაში მუშაობს, ლამაზი თვლებით ამშვენებს წმინდანების სახეებს. მშვენიერ სამაჯურებს და ყელსაბამებს აწყობს ნატურალური ქვებისგან. ზის ახლა ჩემთან, პიჯაკის სხვადასხვა ჯიბიდან იღებს თავის უზადო ნამუშევრებს და ძალიან დამაჯერებლად მიხსნის, რომელი ქვა, ადამიანის სხეულის რომელ ორგანოს იცავს და აჯანმრთელებს. თვითონ ჰემატიტისგან აკინძული სამაჯური უკეთია,-სისხლძარღვთა სისტემას აწესრიგებსო. მართალი გითხრათ, მეც ეს სამაჯური მომეწონა, სადაა და იმავდროულად, თვალისმომჭრელი. შალვას ცხოვრებაში უკვე იყო პირველი განსაცდელი,-კარდიოლოგიური ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასძლია და მისი მომავალი პროფესიაც განსაზღვრა. როგორც ამბობს, სკოლაში კარგი მოსწავლეა, უყვარს ქიმია. წერს ჩანახატებს, სწავლობს ენებს, უკრავს ხალხურ ინსტრუმენტებზე, გატაცებულია ციფრული ტექნოლოგიებით,-მისი შექმნილი ვებგვერდით ამაყობენ სენაკის ქალთა ტრიოს მომღერლები. ახლა, გულში, სწორედ ამ ქალბატონების გამოგზავნილი ჩონგური აქვს ჩახუტებული და ისე მესაუბრება. დაუკარი ჩვენთვისო, რომ ვთხოვეთ, უარი გვითხრა, ჯერ ჩონგური უნდა „მოვირგოო“. გვპირდება, ისევ მოგვაკითხავს ნიუსრუმში და მის საჩონგურო რეპერტუარს მოგვასმენინებს. მოგვიანებით, სოციალური ქსელებიდან გავიგეთ, რომ შალვა ჩვენგან, ერთ ჩვენს ყოფილ, ახალგაზრდა რესპონდენტთან, დიმიტრი ქარჩავასთან წასულა და ჩონგური სწორედ მასთან „დაუტესტავს“. შალვას ნახელავი გამშვენებული სანთლები და სამაჯურები საეკლესიო მაღაზიაში „ბეთლემში“ იყიდება. ყველაზე მაღალი სანთელი თურმე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარისთვის გაუმზადებია. – მეუფე მაღალია და სანთელი, ლამის მეუფეზე მაღალი გამომივიდაო. 11 წლიდან ამშვენებს სანთლებს. მერე რა, სანთელი რაღაა-ცვილი და ძაფი, ძაფს შემოახვიე ცვილი და მორჩა! ასე არ არის, შალვას ჩამოქნილი სანთლები ხელოვნების ნიმუშებია, სუნთქავენ, სიკეთისთვის, ლოცვისთვის განგაწყობენ. – როგორი გამომივიდა ნახელავი, ამას საეკლესიო პირების და საზოგადოების ემოციით ვხვდები, არასდროს ვნებდები, უკეთესი და უკეთესი ნამუშევრები მინდა შევქმნაო,-გვიმხელს შალვა. ხელსაქმეში, ამბობს, რომ არავინ ეხმარება, უბრალოდ არავის აწუხებს. დედა ცვილს თუ შემითბობს სამუშაოდო. სამაგიეროდ, თვითონ ეხმარება ოჯახის წევრებს ბოსტნის მოვლაში, საოჯახო საქმეებში, არადა, რომ მითხრა, ჯვარში, კორპუსებში ვცხოვრობო, შენ თოხს არ იცნობ ალბათ მეთქი… ძალიან კომუნიკაბელური ახალგაზრდაა. არ უჭირს საკუთარ თავზე საუბარი. მედიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს და ჟურნალისტები ხშირად შეცდომებს რომ ვუშვებთ ფაქტობრივ ტექსტზე მუშაობისას, ამასაც შენიშნავს საკუთარ თავზე ნაწვნევი გამოცდილებით. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, არაერთი გამოფენა-ფესტივალის, ტრენინგის მონაწილეა. პერსონალურ გამოფენას ჯერ არ გეგმავს, ჯერ უნდა ისწავლოს. ამბობს, რომ მისი გამშვენებული სანთლები და აკინძული ყელსაბამ-სამაჯურები, ჯერ-ჯერობით, მშვენივრად ახერხებენ მის საგანმანათლებლო ინვესტირებას. წარმატებები ახალგაზრდა კაცს ცხოვრების გზაზე. ნ.მიქავა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi, Georgia · 1 week ago
საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi, Georgia · 1 week ago
ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია - საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა. სალომე ზურაბიშილი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებულ ცენტრში იმყოფებოდა. ''დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერ ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი - ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომწარმატებები, წარმატებები და წარმატებები!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.
ბათუმის მერია
Batumi, Georgia · 2 months ago
ანგარიში
ლაშა კომახიძემ საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. მერმა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა. განიხილა შესრულებული პროექტები და პროგრამები, ასევე ის შედეგები და წარმატებები, რომლებიც გასულ წელს იქნა მიღწეული. "2019 წლის ბიუჯეტი იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ამბიციური და ძლიერი როგორც რაოდენობრივად, ასევე მისი შესრულების თვალსაზრისით. საბიუჯეტო წელი დავასრულეთ 182 მილიონ ლარზე მეტით, რომლის შესრულება 95%-ს შეადგენდა. გადაჭარბებით შესრულდა შემოსავლითი ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო 173 მლნ-ზე და 177 მლნ ლარით შევასრულეთ. მოგვეცა საშუალება განგვეხორციელებინა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ბიუჯეტის 62% დაიხარჯა სწორედ ინფრასტრუქტურულ და კაპიტალურ პროექტებზე. ბიუჯეტის 10% განათლების, კულტურის, სპორტის, ხოლო 10% ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯა. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი მუნიციპალიტეტისათვის. ძალიან ბევრ გეგმას 2020 წლისთვის უკვე ჩაეყარა საფუძველი და დავიწყეთ ბევრი გარდამავალი პროექტის განხორციელება. დღეს ვართ იმ რეჟიმში, როცა გარკვეული კორექტირება შეიტანა ვირუსმა და პანდემიამ არა მარტო ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუმცა, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ რიტმს" - ლაშა კომახიძე. ბათუმის მერის 2019 წლის ვიდეოანგარიში: #news
ნინო ჯინჭარაძე
Batumi, Georgia · 1 year ago
Hello from Batumi 😎 წარმატებები აპლიკაციას. 💕
David Gamkrelidze
Batumi, Georgia · 1 year ago
გამარჯობა🤗 კეთილი იყოს ჩემი გაწევრიანება ამ ქსელში. მოგესალმებით ამჯერად ბათუმიდან. პირველ რიგში გიორგი კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს და ამ ქსელის გამომგონებლებს მის გაშვებას. წარმატებები 👏💪🥂
Nunu Khalvashi
Batumi, Georgia · 1 year ago
წარმატებები მინდა ვუსურვო feedc_სა და მის შემქმნელებს 💓💓💓 ეს ერთი და სხვა მრავალი...😂 ბათუმის თბილი და მზიანი ეზო 🌞