„სისა ტურა" ზუგდიდთან ახლოს, ჩხორიაში მდებარე ეთნოგრაფიული სოფელია, სადაც თავმოყრილი და გაცოცხლებულია სამეგრელოს კუთხის ყველაზე ავთენტური გარემო, ყოფის კულტურა და ტრადიციები. ღია ცის ქვეშ მოწყობილია გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მეგრული კარ-მიდამო, ტრადიციული კოლხური საცხოვრისის ტიპებითა და უნიკალური საყოფაცხოვრებო ნივთებით.
თითოეული დეტალი წარსულის ანარეკლია და ამაზე ერთი თვალის შევლებით, საუკუნის შეფერილობით ეზოს შუა გულში მდგარი მეგრული ჯარგვალი მიგანიშნებთ.
აქვე შეძლებთ თავად მოირგოთ ძირძველი მეგრელი მასპინძლის როლი და დაფქვათ სიმინდი უნიკალურ წყლის წისქვილში, მოამზადოთ მეგრული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და უმასპინძლოთ სტუმრებს.
თნოსოფელში ხელოვნური ტბაცაა. ულამაზესი, სიმწვანეში შემოსილი... ტბაში შეგიძლიათ ნავით ისეირნოთ, ითევზაოთ და მთლიანად შეიგრძნოთ ძველმეგრული სოფლის იდილია.
ვფიქრობ, „სისა ტურას“ დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი რადგან აქ არსებულ გარემოს ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, რაც ატუმარს სამეგრელოზე შეუქმნის წარმოდგენას და შეაყვარებს ჩენს კულტურას, კულინარიას, ისტორიას და გახდება კუთხის აქტიური ვიზიტორი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ვისოლი, ეთნო სოფელი "სისატურა"
#მოგზაურობა
#კულტურა
#ტრადიცია
#ეთნოგრაფია
#საქმეგრელო
#პიროვნება
#ზუგდიდი
#zugdididaily